სალამი
ვფიქრობ, ბოლო ხანებია ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს.
მინდა ასე არ იყოს.
დამღლელია ასე ცხოვრება, არადა ცხოვრება უნდა იყოს ხალისი და სიხარული. ამისთვის არის შექმნილი. რა სისულელეა აზრი, რომ აქ იმიტომ ვართ, რომ ჭკუა ვისწავლოთ, ან გამოცდა ჩავაბაროთ, ან სატანჯველი ავიტანოთ და განსაცდელებით დავიხუნძლოთ.
არა, იმიტომ ვართ რომ გვიხაროდეს.
შევხედოთ ჩვენს გარშემო ადამიანებს. თუ დააკვირდები ჩაკეტილები საკუთარ თავში, ცდილობენ, რომ მოგაჩვენონ თავი ისეთებად, როგორებიც არ არიან. როდესაც ადამიანი ბრაზობს და გეჩხუბება, ან სევდიანია, ან ნაწყენია, ან უჟმურად არის, მოკლედ როცა ადამიანი კარგად არ არის, ის ადამიანი უამრავ ნიღაბს ირგებს.
მხოლოდ გახარებული ადამიანია სანდო.
არადა, დამძიმებულები დავდივართ.
მეც.
არ გეგონოთ რომ თუკი 7000-ზე მეტი ადამიანი კითხულობს ჩემს წერილებს, აი ამას ახლა მაგალითად, ან უამრავი გამომწერი მყავს სხვადასხვა სოც. მედიაში. ან თუნდაც 150-მდე ადამიანს ტრენინგი ჩავუტარე ნებისწერის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე იგივე წვალებაში არ ვარ.
თუნდაც მეფიქრება, ვიტვირთე ზურგჩანთა, რომელშიც ყველა ადამიანის სიხარულის ვალდებულება ჩავიწყვე. თითქოს მე მინდა რომ ყველა დავიხსნა, ყველას ვუშველო.
როდის გამივლის ნეტავ. არადა დაუოკებელი წადილი მაქვს, რომ ყველა კარგად იყოს. მაგრამ ეს წადილი არის კიდევაც ის, რაც მე მხდის მძიმეს.
რა ვიცი, რატომ გიზიარებ?
არ ვიცი. გუშინ კამპანია დავიწყე. ყველამ ახალ წლამდე იქნებ გადართოს თავის გონება ჩვეული პროგრამებისგან. გავაზიარე მეილითაც, ალბათ ნახავდი. და ფეისბუქზე დავარეკლამე.
მოკლედ, არ ვიცი რისი თქმა მინდოდა. მინდოდა, რომ გცოდნოდა-რაც არ უნდა თავი მომქონდეს, მეც ჩემი პროგრამები მაქვს, და ჩემი წუხილები. და სხვის წუხილებთან მუშაობისას ჩემს თავსაც ვშველი. ვმკურნალობ.
მკურნალი ვარ. მინდა მალამო ვიყო.
ხვალ, ლექცია მაქვს, დაახლოებით 10-მა თქვენგანმა დასწრებაზე სურვილი გამოხატა, არადა ყველას სჭირდება ის, რაც გასაზიარებელი მაქვს. ფასიც მინიმალური გავაკეთე რომ 100 მოსულიყო, ან 200. მაგრამ ეტყობა ის 70 ლარიც ძალიან უჭირს ყველას. ყველას, ვისაც ვეუბნებოდი რომ მოდი ლექციაზე და გაიგე, რატომ არ გაქვს საკმარისი შემოსავალი.
აი კურსის ბმული: და გირჩევ, რამენაირად მოახერხე და დაესწარი. გადადი ბმულზე.
ერთ დღეს ვიქნებით თავისუფლები ყველა ჩვენი თავებისგან. და ვიცი რომ ამაში მე ჩემი როლი მაქვს სათამაშო. და სწორედ ჩემს თავისუფლებას ეს აზრი ზღუდავს.
შენ რა გზღუდავს? რომ იყო უკეთ?
მოიწერეთ თუ სურვილი გაქვთ, ყველას ვერ გიპასუხებთ. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ვკითხულობ.
შენ რა გიჭირს ყველაზე მეტად? რა არის შენი დარდი და ნაღველი? რა გინდა რომ შეიცვალოს შენს ცხოვრებაში ახალი წლიდან?