გახსოვს სპარტაკი?
სპარტაკი იყო მონა, და მისთვის, როგორც მონისთვის დანაშაული იყო თავისუფლების წყურვილი. სწორედ ამიტომ ის გაწირეს, დასაჯეს, და გააკრეს ბოძზე.
დააკვირდით მოდელს, დამნაშავე მხოლოდ იმიტომ არის, რომ ის მონაა. თორემ, რომ არ ყოფილიყო უმნიშვნელო მონა, მაშინ მისი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო თავისუფალი, არ იქნებოდა დანაშაული.
დააკვირდით კარგად. რომ ასე ექცევით თქვენც თქვენს საყვარელ ადამიანებს.
ასე გექცევიან ისინიც შენ.
რა გაგებით?
ახლავე აგიხსნით.
როდესაც მეორე ადამიანს ბრალს ვდებთ, რომ ის ისე მოიქცა ან არ მოიქცა, როგორც ჩვენ გვინდოდა და ველოდით, ვამბობთ რომ მისი მიზეზები და გამოწვევები და ემოციები არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენს გრძნობებთან და განცდებთან შედარებით. და შესაბამისად ის მეორე დამნაშავეა, თუკი მის გრძნობებს და მდგომარეობას არ გავითვალისწინებთ.
აი მაგალითად, დედა და შვილი. დედა ეუბნება შვილს, რომ რატომ არ მოინახულა მან იმდენჯერ, რამდენჯერაც დედას უნდოდა. რომ შვილი დამნაშავე და უყურადღებოა. თუმცა შვილი შესაძლოა უკვე 18 წელზე მეტია, ზოგჯერ 30-საც არის ან 50-საც. და მას აქვს თავისი ცხოვრება, განცდები და გამოწვევები. მას შესაძლოა უყვარს მშობელი, მაგრამ სიტყვაზე ახალგაზრდაა და ყოველი დღე სავსეა ემოციებით, და ვერ ახერხებს, ვერ ამბობს უარს იმაზე, რაც ძალიან უნდა. მაგრამ ის დამნაშავეა, იმიტომ რომ დედასთვის შვილის ეს სამყარო უხილავია, და შესაბამისად რაც უხილავია, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო დედასთვის თავისი განცდები ხილული და პირდაპირია და იცის როგორ მოენატრა, რამხელა ამაგი ჩადო შვილში, როგორ ელოდა, როგორ შეეჩვია მას პატარაობაში. ჰოდა შვილს როცა ბრალს სდებს, ან უბრალოდ მისგან სწყინს, ის უბრალოდ აუფასურებს შვილის რეალობის მნიშვნელოვნებას და ავალდებულებს მას.
იმავეს აკეთებს შვილი დედასთან,როდესაც ამბობს რომ შეაწუხა მშობელმა. შვილიც ვერ ხედავს მშობლის განცდებს, და მხოლოდ თავისი იცის. “რით ვერ გაიგო…” ფიქრობს ის, და ვერ ხვდება, რომ ბრალს მხოლოდ იმიტომ დებს, რომ მნიშვნელოვანი არაა სხვისი სამყარო.
წყვილშიც ასეა. რატომ არ მომაქციე ყურადღება, ეტყვის ერთი მეორეს. მეორე კი შესაძლოა თავის პრობლემებში იყო. მაგრამ პირველს ეს არ ესმის, ამიტომ უმნიშვნელოდ თვლის მის მიზეზებს და მთავარია, რომ არ მიაქცია ყურადღება.
მეგობრებშიც. კოლეგებშიც. პოლიტიკაშიც და ომებშიც ასეა.
ერთი მხარე ვერ აღიქვამს მეორე მხარის განცდებს. და რადგან ვერ აღიქვამს, ვერც მნიშვნელოვნებას ვერ ანიჭებს.
ხოლო, ხომ გახსოვთ სპარტაკი? სპარტაკიც დამნაშავე მხოლოდ იმიტომ იყო, რომ უმნიშვნელო იყო. შენი შვილის, საყვარელი ადამიანის, მშობლის, კოლეგის ან თუნდაც მტრის სამყარო რომ გაითვალისწინო ქრისტესავით იტყვი – მიუტევ, არ იციან რას მიშვებიანო. არც თქვენ იაზრებთ, რას უშვრებით თქვენს საყვარელ ადამიანებს. და ამიტომ დამნაშავე არავინ არ არის. მაგრამ ამას ღრმა ჩახედვა და გაგება უნდა, ასე ერთი წერილით არ გამოვა.
ასე რომ მომავალში როცა ახლობელ ადამიანზე ან უცხოზე გაბრაზებას გადაწყვეტთ, იცოდეთ რომ დანაშაული მხოლოდ ის არის, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაგაზიანებთ, მოგპარავთ, ან გზას გადაგიღობავთ და დაგაბამთ, ან თუ განზრახ შეცდომაში შეგიყვანთ, რომ ზიანი მოგაყენოთ. ყველაფერი სხვა, უბრალოდ მეორე ადამიანის სამყაროში არსებული შიშებისა და თავდაუჯერებლობის ბრალია, მან ირეაგირა, მან ვერ დაინახა შენი სამყარო და შენ ვერ დაინახე მისი.
ამიტომ ისწავლეთ არა პატიება, არამედ დანახვა, რომ საპატიებელი არც არაფერი ჰქონდა და მითუმეტეს დასასჯელი.
როცა დასჯას, შურისძიებას და ჭკუის სწავლებას დავამთავრებთ, ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.
და ეს მხოლოდ ერთი მცირედი ნაწილია იმისა, რასაც ნებისწერაზე ვიაზრებთ.
თუ გსურთ, რომ ისწავლოთ ეს საოცარი იდეა – ნებისწერა – დაესწარით ჩვენს ვებინარებს და ბოლოში იქნება სარეგისტრაციო ფორმა. ფასი იაფი არ არის, მაგრამ ხომ გახსოვთ, ონლაინ ვერსიაც გავუშვით, და ხელმისაწვდომია მეტისათვის.
მოგვწერეთ, თუ რამე.
ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?
ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის გადავსებას და როგორ შეიძლება მისი დაცლა, რაც შფოთვის სიმპტომების შემცირებას უწყობს ხელს.
სტატია სთავაზობს მკითხველს იმედიან გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა განხილული ნევროზის მართვადი ბუნება და იმედისმომცემი გზები, როგორ უნდა დაიბრუნოს სიმშვიდე და ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტექსტი ხაზს უსვამს, რომ არც ნევროზი და არც შფოთვა არ არის დაავადება და სწორი მიდგომით შესაძლებელია მათი სრულად დაძლევა. ასევე, დასკვნით ნაწილში მკითხველს ეძლევა პრაქტიკული რეკომენდაციები და ინსპირაცია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად უკეთესი ცხოვრებისკენ.