დავიწყე ბლოგის წერა.
ეს პირველი პოსტია, რომლითაც ვხსნი რას ვაპირებ.
როდესაც ნებისწერის მეილების გამომწერები მომრავლდა, ხანდახან მინდებოდა წერილი მიმეწერა მათთვის. ჰოდა ვწერდი ხოლმე. და ვხვდები, რომ ცუდი არ გამოვიდა.
მივხვდი, რომ არა მხოლოდ ვიდეოთი, არამედ წერითაც შემიძლია ვაზიარო. ისე წერა უფრო კარგად გამომდის ისედაც. განა იმიტომ, რომ გრამატიკულად ყველაზე კარგად შემიძლია აზრის ჩამოყალიბება, არამედ იმიტომ, რომ წერისას აზრებს უფრო ვიაზრებ. და გრამატიკა დიდად არ მადარდებს.
თითქოს ახლაც ჩემი თითები თავად წერენ. არადა რაზე? უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბლოგში გადმოვწერ ძველ წერილებს. და აქვე გავაგრძელებ ახლის წერას.
ნებაზე, სიყვარულზე, ფილოსოფიაზე, ღმერთზე, მეტაფორებზე, ზღაპრებზე, ზებუნებრივზე და ბუნებრივზე, მეცნიერულზეც და უბრალოდ განცდებზეც.
მოკლედ ბლოგს გახსნილად ვაცხადებ. და იმედია მკითხველი მეყოლება.
წარმატებები მე და ჩემს მკითხველს, რადგან საინტერესო თავგადასავალი გველის ერთად.
რომ დავწერე ეს შესავალი, უკვე მე თავადვე აღმიტაცა.
ჯერ ძველ წერილებს გადმოვიტან. და მერე ახლების წერას შევუდგები.