სამყარო იდუმალია. 2023-12-09 12:17:05

სამყარო იდუმალია,
მაგრამ არა მისტიკური ან ზებუნებრივი…
ასეთივეა ნებისწერის იდეა.
მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რასაც შენ ირჩევ ის ხდება, და რაც შენს თავს ხდება ყველაფერი შენი არჩეულია, ამ აზრში არაფერი არა რაციონალური არ დევს.
ამჯერად ბუხართან არ ვარ, ვწევარ დილას გაღვიძებულზე და როგორც ყველანი ვიქცევით, მეც თან ვკოტრიალობ, ცოტა ვისვენებ და თან ვიფიქრე გავაზიარებ თქო.
ნახე რა ხდება.
შენ რომ დაიბადე და მოევლინე ამ სამყაროს, ცარიელი ფურცელივით იყავი. რა თქმა უნდა ყველა ფურცელს თავის ფაქტურა აქვს, თავისი ფერი და მოცემულობა. ზოგი ფურცელი დიდია, ზოგი პატარა, ზოგი ფერადია და ზოგი ძველებური, ზოგი პაპირუსივით არის და ზოგი ახლად გახსნილი ციფრული ფაილივით, მაგრამ ყველა ჩვენგანი დავიბადეთ შინაარსების გარეშე.
ცარიელი ფურცელი.
პირველივე წამიდან ჩვენში დაიწყო წერა. სხვებმა აიღეს თავთავიანთი კალმები და ჩვენში ჩაწერეს ვისაც რა უნდოდა, ვისაც რისი სჯეროდა.
ზოგს არ გაუმართლა და მასზე იძალადეს, უხეშად აღზარდეს, ან სიმკაცრე იყო მის ბავშვობაში, ზოგს კი სითბოთი და სიყვარულით ზრდიდნენ, და იმ მოტივით, რომ ჩვენგან კარგი ადამიანი დამდგარიყო, თავიანთ რწმენებს გვახვევდნენ.
ისე ჯობია, ისე სწორია, ეგრე არ შეიძლება, ისე შეიძლება, ეგ სირცხვილია, ის საშიშია, ესე სარისკოა, ასე აჯობებს, შენ რა იცი…
ასევე სიტყვების გარდა იყო მაგალითები, როგორ იქცეოდნენ, რა იყო მისაღები გარემოსთვის.
მერე ვიზრდებოდით, მერე სკოლა, სასწავლებელი თუ სამსახური.
და ჩვენ ამ ინსტრუქციების ჯუნგლებში აღმოვჩნდით.
ჩვენი ცარიელი ფურცელი სხვებმა შეავსეს.
და რაც დაიწერა ჩვენში, ისე ვიქცევით, ისე ვფიქრობთ და ვმოქმედებთ.
მერე ზოგმა მათმა ინსტრუქციამ არ ივარგა, ზოგმა შეცდომაში შეგვიყვანა, ზოგმა სწორ გზაზეც დაგვაყენა, მაგრამ ეს ბოლო იშვიათად ხდებოდა.
ჩავდექით ნორმებში.
თავად ნორმები განა ცუდია. აბა ყველაფერს 0-იდან ხომ არ დავიწყებთ. ცივილიზაცია იმიტომაც არის საჭირო, რომ თავიდან არ მოგვიწიოს ყველაფრის გამოგონება.
მაგრამ ნორმები წარსულია. წესები და ადათები გადახალისებას საჭიროებენ.
ჩვენ კი სწორედ ეს ნაწილი არასდროს გვასწავლეს.
არ გვითხრეს – აი ნორმა, აი რა არის სწორი და არასწორი. მაგრამ ეს იმისთვის რომ უბრალოდ 0 არ დაიწყო და არა იმისათვის რომ დაემონო მათ.
ეს ნაწილი აღარ გვითხრეს. პირველი ნორმა რომლითაც თავი გაგვიჭედეს სწორედ რომ ეს იყო – ნორმა იმის თაობაზე რომ ნორმა და წესი აბსოლუტურია და რომ მას მარად უნდა დავექვემდებაროთ.
არც გაზრდილზე დაუკლიათ. კანონი, სამსახურებრივი განაწესი, მეგობრები ვის და რაზე დასცინიან, ვის აქებენ და ვენები მოსწონთ. და შენც ემონები.
არადა ეს წესები, ადათები, რჩევები და მეთოდები თუ სტანდარტები მხოლოდ იმისთვის არის, რომ გაითვალისწინო და აირჩიო რა გინდა იყოს შენი ნაწილი და რა არა.
მაგრამ ვიმეორებ, ის ნაწილი, სადაც წესები იმისთვის არის, რომ შენ აირჩიო და შენი აზროვნებით განსაზღვრო, არავის უსწავლებია.
და სწორედ ამას გასწავლის ნებისწერა.
პირველ რიგში, აღმოაჩენ მთავარ რწმენებს და დაჯერებებს, რომელიც გაგიჩინეს, რისი გეშინია, რისი გრცხვენია და რაზე გრძნობ თავს დამნაშავედ. რას ფიქრობ შენს თავზე, როგორი ხარ. რა არის სიყვარული შენთვის, როგორ არის სწორი სხვებთან ურთიერთობა. მოკლედ აღმოგაჩენინებთ პროგრამებს, რომელიც შენში ხდება.
მას მერე რაც აღმოაჩენ, შეგიძლია გადააკეთო. არავის ძალუძს შეცვალოს ის, რაც არც კი იცის, რომ არ იცის. ხელში თუ არ გიჭირავს, თუ წვდომა არ გაქვს საკუთარ თავში არსებულ ღრმა რწმენებთან, მაშინ არაფერი შეგიძლია შეცვალო და შენც ავტომატზე ოპერირებ.
ნებისწერაზე ვამბობთ ხოლმე, შეზღუდვებიდან და მოცემულობიდან შენი გონება აღმოჩნდება სიუხვეში. სიუხვე ის ადგილია, სადაც შენ ისე ფიქრობ, ისე მოქმედებ, ისე აზროვნებ, რომ ამ ყოველივეს არ უკარნახებს გარემოება.
როგორ მინდა რომ ყველა თქვენგანმა გაიაროს ნებისწერა. 7000-მდე ადამიანია, ვისაც გამოწერილი აქვს ჩვენი წერილები, ბევრი თქვენგანი ვებინარებსაც დაესწრო. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითია.
ის, რომ თქვენ მე მიცნობთ, თუნდაც ამ ფორმით, მე მჯერა რომ სულის ყვირილია, გულის წადილია თავი განითავისუფლო იმ ყველაფრისგან, რაც გჭირს.
შენ შეეჩვიე ყოფას, იმ ყოფას, რომელშიც ხარ. აი ადამიანს თავი რომ სტკივა, ან ზურგი ან რამე რომ აწუხებს ფიზიკურად და შეეჩვევა და ავიწყდება, როგორი იყო ის დრო,როდესაც არაფერი სტკიოდა. ნორმა ხდება. და არ გახსოვს კარგად ყოფნა რა არის, თორემ წამითაც არ დათანხმდებოდი ამ შეჩვევას.
ვიცი, რომ შენც გინდა დაესწრო ჩვენს ტრენინგებს. და უბრალოდ ვერ იცლი, ან შესაძლებლობა არ გაქვს.
განა არ მესმის მე რომ ძვირია, განა არ მესმის რომ ძვირი მხოლოდ ფინანსურად კი არ არის, არამედ ძვირია, რომ გადადო ყველაფერი, გამონახო დრო. ეს დროც კი არ გვაქვს ხოლმე.
ასევე მესმის, რომ გული არ გიშვებს, ვერ რისკავ. თორემ ამაზე კარგს შენ წელს ვერაფერს იზამდი. რომ მომდევნო წელი აღარ იყოს ისევ შეგუება არამედ გახდეს გამოძრომა.
ნებისწერის ერთ თვიანი პროგრამა 1500 ლარი ღირს, განვადებით 625 ლარი. ბევრი თქვენგანისათვის ალბათ წარმოუდგენელია. ზოგმა შეიძლება განმსაჯოს კიდევაც, რატომ ვადებ ამ თანხას, და რატომ ვაძვირებ მეტად და მეტად. მაგრამ თუ ასე არ ვქენი, ჩემი ენერგიაც და შესაძლებლობაც გამოშრება. დარბაზი, გუნდი, დრო და უამრავი ხარჯია. უბრალოდ ისე ჟღერს, სხვებისათვის ადვილად. და რა თქმა უნდა, თუკი მე ჩემი ცხოვრება არ გავხადე ისეთი, როგორიც მინდა, მაშინ სხვას როგორ ვასწავლო რამე?
მაგრამ პერიოდულად ვაკეთებ პროგრამებს, რომ თქვენც პირველი ნაბიჯები გადადგათ. ვისაც არ შეუძლია რამე უფრო მარტივში ჩაერთოს.
მაგალითად წინა კვირაში 22 ადამიანი შევიკრიბეთ, 110 ლარი ღირდა ის ერთ დღიანი ტრენინგი და ორიენტირებული იმაზე იყო, რომ ვისაც შესაძლებლობა ვერ აქვს, რომ დაესწროს სრულ პროგრამას, მათ დავხმარებოდით გამორკვეულიყვნენ, რატომ არის ასე მათი ცხოვრება.

აღმოვაჩინეთ ბავშვობაში ჩადებული პროგრამები, ოჯახი რომ გვასწავლიდა: ფული ხელის ჭუჭყია; ფული აფუჭებს ადამიანს, ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს; შრომამ შექმნა ადამიანი; ყველა, ვისაც ფული აქვს, ბოროტი და ცუდი ადამიანია. ეს ყოველივე არ არის სიმართლე, მაგრამ შესაძლოა შენც გქონდეს მსგავსი რწმენები.
ყველაზე საინტერესო მიგნება ის მომენტი იყო, როდესაც ერთმა მონაწილემ გაიხსენა, როგორ ეუბნებოდნენ ოჯახში: “ეე, შენ გაჭირვება არ გინახავსო”. გული მიღონდება ამაზე. დედა და მამა, რომელიც ამას ეუბნება შვილს, ცდილობს სულ სხვა რამეს, და სულ სხვა რამ გამოსდის. ცდილობენ ანახონ შვილებს, რომ ბევრი ამაგი აქვს მათზე.
დიახ, 90-იანების თაობას, ვისაც შვილების აღზრდა უწევდა ამ დროს, ბევრი სიმძიმე გადაიტანეს. და უნდათ, რომ შვილებმა იცოდნენ ამაგი. მაგრამ ეს ხომ ძალიან ცუდად მოქმედებს მერე ჩვენზე.
ეს რწმენები განაპირობებს ჩვენს ქმედებებს.
ხვალაც, კვირას 10 დეკემბერს ვიწყებთ ამ ახალ პროგრამას. ისევ 110 ლარი ღირს და ერთ დღიანია. რომ იპოვო რა ხდება შენში.
თუ სხვა ვერაფერს ახერხებ, იქნებ ამით დაიწყო, იქნებ ეს ნაწილი ისწავლო. ვიცი ბევრისთვის არც ეს 110 ლარია ცოტა, მაგრამ იშოვეთ, მოძებნეთ საშუალება, რომ ეს საჩუქარი გაუკეთოთ საკუთარ თავებს. რომ დაიხსნათ თქვენი რეალობა იმ ყოფისგან, რომელშიც პოულობთ თავს.
გადადით ბმულზე https://nebiswera.ge/step/incomeworkshop/ და შეიძინეთ დასწრება. ბარათით შეგიძლია გადაიხადო, გადმორიცხო ან თუნდაც ფეიბოქსით შეიტანო თანხა. თუ რამე პრობლემა გექნა, მომწერე.
დროის უქონლობას ნუ დააბრალებ. გამონახე დრო. სახსრების უქონლობასაც ნუ დააბრალებ, გამონახე რამენაირად. იმიტომ, რომ შენც გჭირდებათ ეს, რადგან აქ ხარ.
რადგან მე გადამეყარე, რადგან ჩემისკენ მოგიზიდა რხევებმა, რადგან გულმა წაგაკითხა ეს ყოველივე, ესე იგი შენს ცხოვრებაში იმიტომ ვარ, რომ დაგარწმუნო-გადაწყვიტე, ყველაფერი გამოგივა.
მაგრამ თუ შეშინებული იქნები, არასდროს არ იქნება ისე როგორც გინდა. არასდროს დადგება შვება, თუ შიგნით რაც გჭირს, ის არ შეცვალე.
უბრალოდ თქვი დღეს – “მე მინდა რომ დავიწყო ნებისწერის სწავლა” და ნახავ, სამყარო მოგცემ ამის დროს და შესაძლებლობას. უბრალოდ გადაწყვიტე გულში. და ამ მინიმუმით დაიწყე, თუ მაქსიმუმის შესაძლებლობა არ გაქვს.
და თუ გაქვს, გირჩევ, რომ სრულ პროგრამაში ჩაერთო. იქაც მოვიგონე შეღავათიანი პირობები. მოთამაშის ნაცვლად, დამსწრეს როლში ჩართვაც შესაძლებელია უკვე, რაც 900 ლარამდე ამცირებს ფასს.
სხვაობა ის არის, რომ შენი მაგალითის განხილვა არ ხდება, სამაგიეროდ შენ ყველა დავალებას ასრულებ, რომელიც ხდება და გაქვს სხვა 18 მონაწილეს მაგალითი, რომ მიხვდე საკუთარ თავზე.
ასევე გავაკეთე 21 დღიანი პროგრამა, რომელიც 9 შეხვედრისგან შედგება, 9 სავარჯიშოსგან რომელსაც 3 კვირაში ვასრულებთ. ეს პროგრამა ამ ეტაპზე 750 ლარი გამოდის. მაგრამ თუ სურვილი გექნება, მომწერეთ და შესაძლებელია პირველ ეტაპზე, შეღავათიც გაკეთდეს. ეს პროგრამაც ხვალ იწყება 10 დეკემბერს.
მოკლედ ვარიანტები ბევრია.
თუ გსურს დასწრება და ტექნიკურად დაიბენი, ან დიდ პროგრამაზე შეღავათი გსურს, მომწერე. მოკლედ მომწერე, რა გიშლის ხელს დასწრებას, მაგრამ სანამ მომწერ, აჯობებს შენ თავად ჰკითხო შენს თავს და თავადვე გასცე პასუხი. და მერე მოიშორო რწმენა, რომ გინდა და არ გამოგდის.
მოიშორე რწმენა, რომ შესაძლებელია რამე გინდოდეს და არ გამოდიოდეს, ზოგადად და არა მხოლოდ ნებისწერაზე დასწრების კუთხით.

სხვა წერილები:

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის გადავსებას და როგორ შეიძლება მისი დაცლა, რაც შფოთვის სიმპტომების შემცირებას უწყობს ხელს.

სტატია სთავაზობს მკითხველს იმედიან გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა განხილული ნევროზის მართვადი ბუნება და იმედისმომცემი გზები, როგორ უნდა დაიბრუნოს სიმშვიდე და ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტექსტი ხაზს უსვამს, რომ არც ნევროზი და არც შფოთვა არ არის დაავადება და სწორი მიდგომით შესაძლებელია მათი სრულად დაძლევა. ასევე, დასკვნით ნაწილში მკითხველს ეძლევა პრაქტიკული რეკომენდაციები და ინსპირაცია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად უკეთესი ცხოვრებისკენ.

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი

ნებისწერა ტელევიზიებში

რამდენიმე გადაცემასიც ვისაუბრე ნებისწერაზე. აქ შეგიძლიათ იხილოდ ჩანაწერები. აქაც ვხსნი და უფრო ნეთელი შეიძლება მოეფინოს რა არის ნებისწერა ჯამში თუკი დაგაინტერესა:

რას ამბობენ მონაწილეები

ეს ორი ვიდეო არის ნამდვილი უკუკავშირი მონაწილეებისგან. და კიდევ ემატება. მიხარია ხოლმე მათი მოსმენა და ალბათ მაჯერებს, რომ მნიშვნელოვანია მეტ ადამიანს მივწვდე ამ თამაშით. ვნახოთ

რეკლამა [ რობოტი ქალაქში ]

ეს რეკლამა გადავიღეთ. რომ ვთქვა ამით რამე განსაკუთრებული სარეკლამო შედეგი მივიღეთ, არ იქნება სიმართლე. მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს რგოლი და გამოხატავს რაღაცას ალბათ, რაც

როგორ მიმდინარეობს თამაში?

თუ გინდა წარმოიდგინო, როგორ მიმდინარეობს თამაში და ნებისწერის პროცესი, ამ ამონარიდში კარგად ჩანს. მართალია ეს ვიდეო ვებინარის ნაწილია, სადაც ვთავაზობ კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ აზრი მაინც

ყველა ვებინარი, რომელიც ჩავწერე, აქ ავტვირთე.

ვებინარების დანიშნულება გაყიდვა არის. იყო როცა მათ ვწერდი. თუმცა მაინც საინტერესოდ გამოვიდ. ყველა მათგანში არ დამინანია და ჩემი ცოდა გულით გავაზიარე. ზოგში მეორდება თემა, ზოგში

პირველი ლექცია

ეს ჩანაწერი ასახავს პირველ ლექციას, ან მეორეს. პირველად, როდესაც ჯგუფი მოვიდა და ნებისწერაზე ვესაუბრე. საინტერესოა, მეც უნდა ვუყურო. ასე იბადებოდა ნებისწერა. ჯერ სულ სულ ჩანასახშია.

მამუკა გურულთან

ქალების პოდკასტების შემდეგ, მამუკა გურულთან ვიყავი სტუმრად და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აქაც ჯერ ვცდილობ სისტმეაში მოვიყვანო ეს იდეა. თან ვსაუბრობ და თან ვსწავლობ. ნებისწერა პრაქტიკულად