ბევრს უჭირს. 2023-12-02 20:04:09

სალამი 
ვფიქრობ, ბოლო ხანებია ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს.
მინდა ასე არ იყოს.
დამღლელია ასე ცხოვრება, არადა ცხოვრება უნდა იყოს ხალისი და სიხარული.  ამისთვის არის შექმნილი.  რა სისულელეა აზრი, რომ აქ იმიტომ ვართ, რომ ჭკუა ვისწავლოთ, ან გამოცდა ჩავაბაროთ, ან სატანჯველი ავიტანოთ და განსაცდელებით დავიხუნძლოთ.
არა, იმიტომ ვართ რომ გვიხაროდეს.
შევხედოთ ჩვენს გარშემო ადამიანებს. თუ დააკვირდები ჩაკეტილები საკუთარ თავში, ცდილობენ, რომ მოგაჩვენონ თავი ისეთებად, როგორებიც არ არიან. როდესაც ადამიანი ბრაზობს და გეჩხუბება, ან სევდიანია, ან ნაწყენია, ან უჟმურად არის, მოკლედ როცა ადამიანი კარგად არ არის, ის ადამიანი უამრავ ნიღაბს ირგებს. 
მხოლოდ გახარებული ადამიანია სანდო.
არადა, დამძიმებულები დავდივართ.  
მეც.
არ გეგონოთ რომ თუკი 7000-ზე მეტი ადამიანი კითხულობს ჩემს წერილებს, აი ამას ახლა მაგალითად, ან უამრავი გამომწერი მყავს სხვადასხვა სოც. მედიაში.  ან თუნდაც 150-მდე ადამიანს ტრენინგი ჩავუტარე ნებისწერის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე იგივე წვალებაში არ ვარ.
თუნდაც მეფიქრება, ვიტვირთე ზურგჩანთა, რომელშიც ყველა ადამიანის სიხარულის ვალდებულება ჩავიწყვე.  თითქოს მე მინდა რომ ყველა დავიხსნა, ყველას ვუშველო.
როდის გამივლის ნეტავ.  არადა დაუოკებელი წადილი მაქვს, რომ ყველა კარგად იყოს. მაგრამ ეს წადილი არის კიდევაც ის, რაც მე მხდის მძიმეს.
რა ვიცი, რატომ გიზიარებ?
არ ვიცი.  გუშინ კამპანია დავიწყე.  ყველამ ახალ წლამდე იქნებ გადართოს თავის გონება ჩვეული პროგრამებისგან.  გავაზიარე მეილითაც, ალბათ ნახავდი. და ფეისბუქზე დავარეკლამე.
მოკლედ, არ ვიცი რისი თქმა მინდოდა.  მინდოდა, რომ გცოდნოდა-რაც არ უნდა თავი მომქონდეს, მეც ჩემი პროგრამები მაქვს, და ჩემი წუხილები.  და სხვის წუხილებთან მუშაობისას ჩემს თავსაც ვშველი. ვმკურნალობ.
მკურნალი ვარ.  მინდა მალამო ვიყო. 
ხვალ, ლექცია მაქვს, დაახლოებით 10-მა თქვენგანმა დასწრებაზე სურვილი გამოხატა, არადა ყველას სჭირდება ის, რაც გასაზიარებელი მაქვს.  ფასიც მინიმალური გავაკეთე რომ 100 მოსულიყო, ან 200.  მაგრამ ეტყობა ის 70 ლარიც ძალიან უჭირს ყველას. ყველას, ვისაც ვეუბნებოდი რომ მოდი ლექციაზე და გაიგე, რატომ არ გაქვს საკმარისი შემოსავალი.
აი კურსის ბმული: და გირჩევ, რამენაირად მოახერხე და დაესწარი. გადადი ბმულზე.
ერთ დღეს ვიქნებით თავისუფლები ყველა ჩვენი თავებისგან.  და ვიცი რომ ამაში მე ჩემი როლი მაქვს სათამაშო.  და სწორედ ჩემს თავისუფლებას ეს აზრი ზღუდავს.
შენ რა გზღუდავს? რომ იყო უკეთ?
მოიწერეთ თუ სურვილი გაქვთ, ყველას ვერ გიპასუხებთ. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ვკითხულობ.  
შენ რა გიჭირს ყველაზე მეტად? რა არის შენი დარდი და ნაღველი? რა გინდა რომ შეიცვალოს შენს ცხოვრებაში ახალი წლიდან?

სხვა პოსტები:::

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor Online Kumarhanelerin Yükselişi Son yıllarda, online kumarhaneler büyük bir yükseliş yaşadı ve bu durum, teknolojik yeniliklerin bu sektöre entegre edilmesiyle mümkün oldu. İnternetin yaygınlaşması ve mobil cihazların artışı, kullanıcıların kumar oynama biçimlerini köklü bir şekilde değiştirdi. Artık oyuncular, istedikleri yerden istedikleri zaman oyunlara erişebilmekte ve

გააგრძელე კითხვა

Usasexguide Review Tribunal Electoral

As of today, USASexGuide boasts over 500,000 registered members, with tons of of energetic clients online at any given moment. Sometimes, between 300 and 800 customers are logged in throughout peak hours, with an extra 1,500 to 2,000 associates searching the positioning. The energetic person rely provides you a real-time

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის

გააგრძელე კითხვა

Dracula Casino Login 2025: Ultimate Access Tutorial

Master account access at dracula casino login, your gateway to Gothic gaming excellence in 2025. This vampire-inspired platform delivers thousands of premium games, generous bonuses, and atmospheric entertainment behind secure login protocols. Quick authentication, password security, troubleshooting guidance, and mobile optimization ensure seamless access while protecting funds and personal information within

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY ღილაკს – დაიწყე წერტილის აღება

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დრო რომელსაც რეკლამის ყურებაში დავახარჯინებდი ადამიანს ღირებული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო მიზანი.

გააგრძელე კითხვა