მთავარი ემოცია. 2023-12-23 23:36:07

[ თუკი არსებობს შანსი, რომ ცხოვრება საოცარი და იდუმალია, მაშინ აჯობებდა ამის აღმოჩენა არ გადამედო ხვალისთვის ]
ლევან ბახია, ნებისწერის ავტორი
თუკი მართლა შესაძლებელია, რომ შენი ნებით შენს ბედს წერდე, თუკი მართლა ყველაფერი შენს ხელშია, თუკი მხოლოდ ის გაშორებს სასურველ რეალობას, რომ პასუხისმგებლობა აიღო შენს ცხოვრებაზე და არ თქვა, რომ ის, რაც არ მოგწონს რომ ხდება, სხვისი ბრალია, რომ გარემომ გამოიწვია, რომ არ გაგიმართლა.
იქნებ შენვე არ იღებ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერ ცუდზე, რაც შენს თავს ხდება და იმიტომაც ხდება ის.
წარმოიდგინე, თუკი ასეა.
და შენ არ იცი.
ან ამისათვის ვერ იცლი. ან სკეპტიკურად უყურებ. ან უბრალოდ სხვა საკითხები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის. ამ ეტაპზე.
რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ შენი ცხოვრება მიედინება, და როგორც უმრავლესობა ადამიანების არ შეიტყობ იმ სიდიადეს, რომელიც ამ ცხოვრების ძირითადი კანონია?
წარმოიდგინე თუკი ისეა, როგორც მე ვამბობ.  თუკი რასაც შენ ირჩევ ის ხდება, მაგრამ იმ პირობაში, სადაც შენ თუ ირჩევ, რომ რასაც შენ ირჩევ ის ხდება, მაშინ ის ხდება.
ან იქნებ ფიქრობ, რომ იცი ამის შესახებ. იქნებ გგონია, რომ ფლობ რეალობას.  მაშინ გადახედე შენი ცხოვრების ყველა ასპექტს და ჰკითხე შენს თავს.
კმაყოფილი ხარ?  კმაყოფილი ხარ, რომ ხარ?  
აი დღეს მთელი დღეა, და გუშინ ვთამაშობთ ნებისწერას.  და ხვალ მესამე დღეა.  თამაში ქვია მაგრამ, ტრენინგია, სემინარია, ვორკშოპია.  საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესია მონაწილეებისათვისაც და ჩემთვისაც.  3 დღე ვმუშაობთ, რომ აღმოვაჩინოთ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ბედისწყობა.  რომ გავთავისუფლდეთ და ვქნათ ისე, როგორც გვინდა.
და იცით, რაღაცნაირად, როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყო, როდესაც ვხედავ მონაწილეების სახეებს, რომლებიც განიცდიან ამ ტრანსფორმაციას, ყველაფერი აზრს იძენს.  გარკვეულ ენერგიას და იმედს მაძლევს, რომ ერთ დღეს ყვეალს მივაწვდენ ხმას.  ვისაც სჭირდება.
ერთ დღეს მოვახერხებ, რომ შენც არ გადადო მომავლისთვის ამ პროცესის შემეცნება.
არც ფინანსური მდგომარეობის გამო, არც იმის გამო, რომ დრო ვერ გამონახე, არც იმის გამო, რომ ასეთ რამეებს არასერიოზულად უყურებ, და არც იმის გამო, რომ მიგაჩნია და გგონია რომ ისედაც იცი რაზე ვლაპარაკობ.
არა არ იცი.
მერწმუნე, არ იცი, ის რაც აუცილებლად უნდა იცოდე.
რანაირად შეიძლება იცხოვრო და ამ სამყაროს ეს კანონზომიერება გამოგრჩეს. იმიტომ რომ ამას არსად არ ასწავლიან.  არადა, უმეტესობა ადამიანებისა ისე დაამთავრებენ ცხოვრებას რომ ვერ გაიგებენ რა მოხდა მათ თავს.
და ეს აზრი არც სევდას მძენს, არც წუხილს და არც დაუოკებელი გადამრჩენელის როლის თამაშის სურვილს, არამედ უბრალოდ მანდომებს, მაწონებს რომ ვიყო ხმა, რომელიც ამას ჩასძახებს მინიმუმ ჩვენს ერს.  და ექოსავით მოეფინება არემარეს.
როგორც არ უნდა ჟღერდეს შენთვის ეს ჩემი სურვილი, ფაქტია, რომ ეს ამბიცია ჩემში არის და ვეღარ ვუარყოფ.  სრულად მომიცვა და გავურბივარ, რომ თვალებში შევხედო ფაქტს სადაც წილად მერგუნა ამ გზით დავეხმარო ყველას, ვისაც უნდა და იაზრებს, რომ სჭირდება იცოდეს საკუთარი ბედის ნებით წერა.
ხვალ ბოლო დღე მაქვს, მეტი წელს თამაში აღარ იქნება.  მაგრამ მომავალ წელს უკვე 12 იანვრიდან ვაგრძელებთ პროცესს.
ახალ წლამდე იქნება ერთი ლექცია კიდევ.  მათთვის ვინც ჯერ ჭოჭმანობს.  უბრალოდ რომ მოსინჯოს რა არის ნებისწერა.  და იქნებ მოახერხო და დაესწრო.
თუ გაინტერესებს როგორ მოსინჯო ეს იდეა, მინიმალური ფასით, და ყველაზე მოკლე დროში, ყურადღებით იყავი.  ორშაბათს დილას მოგივა შეთავაზება, რომ ახალი წლამდე შეძლო დაწყება.
მართლა მიგაჩნია, ახალი წელი რამე ახალს მოგიტანს, თუკი შენ ისევ ძველებური დარჩი?

სხვა პოსტები:::

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor Online Kumarhanelerin Yükselişi Son yıllarda, online kumarhaneler büyük bir yükseliş yaşadı ve bu durum, teknolojik yeniliklerin bu sektöre entegre edilmesiyle mümkün oldu. İnternetin yaygınlaşması ve mobil cihazların artışı, kullanıcıların kumar oynama biçimlerini köklü bir şekilde değiştirdi. Artık oyuncular, istedikleri yerden istedikleri zaman oyunlara erişebilmekte ve

გააგრძელე კითხვა

Usasexguide Review Tribunal Electoral

As of today, USASexGuide boasts over 500,000 registered members, with tons of of energetic clients online at any given moment. Sometimes, between 300 and 800 customers are logged in throughout peak hours, with an extra 1,500 to 2,000 associates searching the positioning. The energetic person rely provides you a real-time

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის

გააგრძელე კითხვა

Dracula Casino Login 2025: Ultimate Access Tutorial

Master account access at dracula casino login, your gateway to Gothic gaming excellence in 2025. This vampire-inspired platform delivers thousands of premium games, generous bonuses, and atmospheric entertainment behind secure login protocols. Quick authentication, password security, troubleshooting guidance, and mobile optimization ensure seamless access while protecting funds and personal information within

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY ღილაკს – დაიწყე წერტილის აღება

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დრო რომელსაც რეკლამის ყურებაში დავახარჯინებდი ადამიანს ღირებული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო მიზანი.

გააგრძელე კითხვა