ჯერ შენ, მერე მე. 2023-12-14 00:31:07

დღეს გაგიზიარებ ფიქრებს გარიგებებზე.  გარიგებაზე რომელიც გვინდა, რომ გვქონდეს ყველა ურთიერთობაში.
ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს, რაღაც უჭირს, ან რამე ძალიან უნდა.  შეყვარებულს დაშორდა, ან ჯანმრთელობა გაუარესდა, ან შემოსავალი არ ჰყოფნის, ან გასაჭირი აქვს რამე სხვა სახის, იწყებს შინაგან პირობების დადებას… “ოღონდ შენ ახლა მომიგვარე ეს პრობლემა, ოღონდ ახლა გადავრჩე, ოღონდ ახლა გამოვიდეს, რაც მე მინდა და მერე გპირდები გავხდები უკეთესი, აღარ გავაკეთებ იმას რასაც ვაკეთებდი ცუდს, დავანებებ სმას თავს, ან მოწევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.”
ღმერთთან, ქრისტესთან, სამყაროსთან თუ წმინდანებთან, თუ ვისაც რისი სჯერა და ვისაც ვისი იმედიც აქვს იმას ევედრება გადარჩენას.  სანაცვლოდ კი სთავაზობს რომ გახდება ისეთი, როგორიც მორალურად სწორი მიაჩნია თავადვე.
მაგრამ რომ დაფიქრდე, რაში ჭირდება ღმერთს ის, რომ შენ აღარ დათვრები გონების დაკარგვამდე,ან არ მოწევ, ან უფრო კეთილშობილი გახდები ვიდრე აქამდე იყავი?
არაფერში!
დიდი ამბავი შენ თუ შენს ცუდს ჩვევებს გადააგდებ, მითუმეტეს შენ თავადვე აფასებ მათ ცუდად.  ეს არაფერს მოუტანს არავის, გარდა შენივე თავისა.
მეფიქრებოდა ამაზე.
წარმოიდგინე მეორე ადამიანს რომ უთხრა, შენ თუ $1000 მომცემ, მე სუპს შევჭამო.  ასე სულელურად ჟღერს, როდესაც ვეუბნებით სამყაროს, შენ მომე და გადამარჩინე იმ განსაცდელისგან, რომელშიც ვარ და მე უფრო კარგი გავხდებიო.
თუ უფრო კარგი გინდა რომ გახდე, გახდი. შენ რომ სუპს შეჭამ, მე ამით არაფერი.
სამყარო ისედაც არის, და ისედაც იქნება, და ისედაც არაფერი სჭირდება, ხოლო შენ რომ უკეთესი იყო ეს შენთვისვე არის კარგი.  ამიტომ ეს გარიგება უაზრობაა.
თანაც როგორ შევდივართ ამ გარიგებაში დააკვირდით?  ჯერ შენ მომე ის რაც მე მინდა და მერე მე გავხდები კარგად.  
ჯერ შენ, და მერე მე.
სასაცილოა.
ბოლოსდაბოლოს არ აჯობებდა, რომ ჯერ შენ გამხდარიყავი ის რაც შენვე მიგაჩნია რომ უკეთესად გაგხდიდა და მერე შედეგსაც დალოდებოდი?  თუ შენ შენს მავნე ჩვევას გადააგდებ, შენვე უკვე გაქვს სარგებელი. არა?
ხოლო სამყარო ისედაც გაძლევს ყველაფერს, რაც გინდა, ის რისიც არ უნდა გწამდეს და გჯეროდეს, ის ხომ მაინც სიყვარულია?!  
და სიყვარული არის უპირობო.
არ სჭირდება გარიგება.
და არაფერი შენგან.  უბრალოდ ადექი და მიიღე.
წარმოიდგინეთ სტერეოტიპული, ბანალური და შაბლონური სიტუაცია განვიხილოთ დემონსტრირებისათვის.  ქმარმა ცოლისთვის გადაწყვიტა ყვავილების ყიდვა და მიაქვს საჩუქარი მასთან.  და ცოლი ურეკავს და ეუბნება, თუ ყვავილებს მაჩუქებ, კარგ გემრიელ სუპს დაგახვედრებო.  როგორ ეწყინებოდა ქმარს.  ან პირიქით, ცოლმა გემრიელი სუპი გაუმზადა მეუღლეს და ქმარი ურეკავს, თუ შენ სუპს გამიკეთებ ყვავილებს გაჩუქებო.
რა ფასი აქვს ამას?
ასეა, როცა შენ ლოცულობ.  ოღონდ გადამარჩინე და უკეთესი გავხდებიო.  ისედაც გადაგარჩენს.  ისედაც ზრუნავს.  შენ უკეთესი თუ გინდა შენით გახდი.
როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი მათ შორისაც გარიგებაა.  
ჩვენ გვეშინია სასიყვარულო თუ სხვა ურთიერთობაში, რომ ჩვენი წილი 100%-ით შევასრულოთ.  ვფიქრობთ, კი მაგრამ მე თუ ჩემსას ვიზამ, და იმან რომ არ ქნას დავიჩაგრები.  ამიტომ ველოდებით, რომ სხვამ ქნას.  და თუ ის არ იზამს, არც ჩვენ ვაპირებთ.  თანაც ჯერ იმან ქნას.  მერე მე.  ან მე ცოტა ხომ ვქენი, ახლა მისი ჯერია. 
მზად არ ვართ, რომ ჩვენ ჩვენი ვქნათ და არ დაველოდოთ, სხვა რას იზამს.
50/50-ზე კი არ არის ურთიერთობა არამედ 100/100-ზეა.
და შენ შენი 100% გაკეთება იმის და მიუხედავად შეიძლება გინდოდეს, რას იზამს ის.  თუნდაც 0 ქნას, თავისი წილიდან.  ეს არაა საფუძველი, რომ შენ შენი სიკეთის პროცენტები დაზოგო იმის შიშით, რომ მან არ ქნას იგივე.
ასეთია ნებისწერა.  ასეთ რამეებს ვასწავლით და უფრო მეტს და უფრო ღრმად.  ნებისწერა უძალადო ფილოსოფიაა, უძალისხმევო.  
სადაც შენ ძალგიძს არ გეშინოდეს და მიიღო და არა წაართვა ან მოაცემინო.
ჩვენი ინსტაგრამი თუ არ გაქვთ გამოწერილი გამოიწერეთ:  https://nebiswera.ge/instagram.
ასევე tiktok-ზე ბევრ ვიდეოებს ვწერ. თუ გსურს, იქ გამომიწერე. https://www.tiktok.com/@me4kedeli

სხვა პოსტები:::

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor Online Kumarhanelerin Yükselişi Son yıllarda, online kumarhaneler büyük bir yükseliş yaşadı ve bu durum, teknolojik yeniliklerin bu sektöre entegre edilmesiyle mümkün oldu. İnternetin yaygınlaşması ve mobil cihazların artışı, kullanıcıların kumar oynama biçimlerini köklü bir şekilde değiştirdi. Artık oyuncular, istedikleri yerden istedikleri zaman oyunlara erişebilmekte ve

გააგრძელე კითხვა

Usasexguide Review Tribunal Electoral

As of today, USASexGuide boasts over 500,000 registered members, with tons of of energetic clients online at any given moment. Sometimes, between 300 and 800 customers are logged in throughout peak hours, with an extra 1,500 to 2,000 associates searching the positioning. The energetic person rely provides you a real-time

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის

გააგრძელე კითხვა

Dracula Casino Login 2025: Ultimate Access Tutorial

Master account access at dracula casino login, your gateway to Gothic gaming excellence in 2025. This vampire-inspired platform delivers thousands of premium games, generous bonuses, and atmospheric entertainment behind secure login protocols. Quick authentication, password security, troubleshooting guidance, and mobile optimization ensure seamless access while protecting funds and personal information within

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY ღილაკს – დაიწყე წერტილის აღება

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დრო რომელსაც რეკლამის ყურებაში დავახარჯინებდი ადამიანს ღირებული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო მიზანი.

გააგრძელე კითხვა