გაზიარება. 2023-09-07 17:18:05

როგორ ხარ? ლევანი გაწუხებ.
როდესაც მზე ამოდის და მთვარეში ჩადის, მე ვერ ვიაზრებ, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს.  როგორ გამოიყურება ერთია, და როგორ არის მეორე.
ვცდილობ ხშირად არ შეგაწუხო ხოლმე, მაგრამ ხანდახან, როგორც ახლა ბუხართან ვზივარ და მინდება რამე გავაზიარო.
ბუხართან გაგიკვირდება, რატომ ზისო ამ ზაფხულშიო, არადა უბრალოდ ბუხართან ვზივარ ჩემთან მუხათწყაროში, თორემ ცეცხლი სულაც არ მინთია.  ისე აქ ისე ცივა ხოლმე, ორი-სამი დღის წინ არც უცეცხლობა იყო.
მოკლედ, ახლა ნებისწერაზე.
ვფიქრობდი, რატომ მინდა ასე ძალიან რომ გავაზიარო ის, რასაც მივხვდი, ვხედავ და ნაკლებად დავარქმევდი, რომ მჯერა ან მწამს.  
წარმოიდგინე, კარგ ფილმს რომ ნახავ და მეგობარს გინდა გაუზიარო, ისეთი აღტაცებული ხარ – ასე ვარ ზუსტად.  ისეთ რამეს ვამჩნევ, რომელიც არ შეიძლება გამოგრჩეს.
არადა მთელი კულტურა, საზოგადოება პირიქით გეუბნება.
მეც ასე არ ვიყავი?  სადღაც 9 წლის წინ პირველად გამოვფხიზლდი.
და ალბათ სულ რამდენიმე თვეა, რაც გავიაზრე, რომ არსებობის ბუნება, რომელიც შენზე ზრუნავს.
მე არამარტო გავიაზრე, არამედ ვნახე, როგორ გადავლახე შიშები, როგორ მივეცი სამყაროს ყურადღება და ნდობა, და ვხედავ, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.
ვხედავ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, ვისაც ვასწავლე ნებისწერა, ზოგისთვის მეტად და ზოგისთვის ნაკლებად.
და ახლა ვზივარ ჩემთვის ბუხართან და მეფიქრება.
რა კარგია!
რა კარგია, რომ ასეა.
რა კარგია, რომ ისე არაა, როგორც ყველას ჰგონია.  რა კარგია, რომ შინაგანად რასაც ყველანი ვგრძნობთ, ის მართლაც ისეა და ეს რეალობა არაა მხოლოდ ის, რადაც გამოიყურება.
რა კარგია რომ არსებობა უფრო ფართოა, უფრო მრავალფეროვანი. უფრო ნებით აღსავსე.
და მიხარია.
რატომ არ უნდა მიხაროდეს?
მერე რა, რომ ძნელი დასანახია, მერე რა რომ ძნელი დასაჯერებელია…
ეს ჩვენი ბრალი არაა.  მთელი საზოგადოება მომართულია ისე, რომ დეფიციტის, ნაკლებობის და მომავლის შიში იქადაგოს.
ჩვენ ვიბადებით ასეთ სწავლებაში…
სინამდვილეში კი სამყარო სიუხვეა…
შეხედეთ რამდენია ყველაფერი…
არაფერი არაფერს აკლია.
მხოლოდ ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ არსებობა სიხარულია.  
განა მე არ ვიცი ტკივილი?  თუნდაც ბოლო 2-3 წელი რამდენი ვიწვალე ნეტავ იცოდეთ.
რამდენი ვეძიე და რამდენი სირთულე გადავიტანე.
როგორც ყველამ.  განა არ ვიცი ტკივილი რა ცუდია.  განა არ ვიცი რომ საფრთხეები არის და იქნება, მაგრამ ისიც ვიცი რომ:
ის, ვისაც მივცემდი ჩემს ნებას, ის ვისაც ისედაც აქვს ცასა და მიწაზე სუფევა, ის არ ირჩევს ჩემთვის ტკივილს, არამედ მას ჩემთვის ყველაფერი ის უნდა რაც მე მენდომებოდა ჩემთვის. უბრალოდ რაც მე მგონია, რომ მინდა, იმის მოთხოვნით ტკივილიც მოჰყვება… ვერ ვენდობით…. 
ესეც კულტურის და შთაგონების გამოა, ჩვენი ბრალი არაა…. ჩვენ გვგონია, რომ თუ ღმერთს ვეტყოდით, იყოს შენი ნება, რატომღაც ის ჩვენთვის ტკივილს და თავდადებას, სხვის მსახურებას და წვალებას გვიბოძებდა… 
არადა ვინ თქვა?
იქნებ შენთვის გამზადებულია სიხარული, კმაყოფილება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სავსე ურთიერთობები, სიყვარული, ერთობა, უზრუნველყოფილი არსებობა, მხიარულება, დაფასება, აღიარება, სიმშვიდე და მოკლედ ყველანაირი კარგად ყოფნა. ვისაც რა გვინდა, ყველას ჩვენ ჩვენი…
მაგრამ არ ვენდობით, ის წვერებიანი კაცი ცაში გვგონია, რომ მკაცრი და მომთხოვნია. იქნებ ლაღი და უბრალოა?

სხვა პოსტები:::

Is Actually Anonymous Glucose Baby Real? How to become an Anonymous Glucose Kid

Some glucose children tend to be hesitant to divulge their particular confronts in photos published internet based. Are you able to be an anonymous glucose child ? Indeed, being an anonymous sugar baby is actually possible, however your likelihood of obtaining replies tend to be considerably below that from different

გააგრძელე კითხვა

Litecoin Sito di Casinò: Una Guida Completa al Gioco d’Azzardo in Criptovaluta

Negli ultimi anni, il regno del gioco su internet ha effettivamente sperimentato una rivoluzione notevole con l’sviluppo dei casinò in criptovaluta. Tra le monete elettroniche che stanno facendo rumore, Litecoin è diventato una scelta prominente a causa della sua velocità di acquisto e costo. Questo breve documento esamina le complessità

გააგრძელე კითხვა

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor

Kumarhanelerde teknoloji yenilikleri nasıl değişiyor Online Kumarhanelerin Yükselişi Son yıllarda, online kumarhaneler büyük bir yükseliş yaşadı ve bu durum, teknolojik yeniliklerin bu sektöre entegre edilmesiyle mümkün oldu. İnternetin yaygınlaşması ve mobil cihazların artışı, kullanıcıların kumar oynama biçimlerini köklü bir şekilde değiştirdi. Artık oyuncular, istedikleri yerden istedikleri zaman oyunlara erişebilmekte ve

გააგრძელე კითხვა

Usasexguide Review Tribunal Electoral

As of today, USASexGuide boasts over 500,000 registered members, with tons of of energetic clients online at any given moment. Sometimes, between 300 and 800 customers are logged in throughout peak hours, with an extra 1,500 to 2,000 associates searching the positioning. The energetic person rely provides you a real-time

გააგრძელე კითხვა