01 გაკვეთილი. ცხოვრების 3 მთავარი ასპექტი და მათი ურთიერთკავშირი.

სალამი!

დღეს კურსის პირველი დღეა!

საღამოს შევიკრიბებით ZOOM-ში და ვისაუბრებთ ცხოვრების 3 მთავარ ასპექტზე. ესენი არიან პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობა და კარიერა/მისწრაფებები. დავადგენთ, თუ როგორ არიან ისინი გადაჯაჭვული რეალობაში და რატომ არის საჭირო მათი ბალანსში მოყვანა. საუბრისას დავადგენთ და ცამოვაყალიბებთ საბოლოოდ იმ საკითხს, რომელზეც შენ იმუშავებ მომდევნო 8 გაკვეთილის განმავლობაში.

რადგან გვინდა რომ საკითხი რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბო, შეხვედრამდე შეასრულე შემდეგი დავალება: დღის მანზილძე იფიქრე რას გააუმჯობესებდი შენი ცხოვრების თითოეულ ასპექტში და ჩამოწერე ისინი. რაც მეტს დაწერ, მით უკეთესი.

1. პირადი ურთიერთობები მოიცავს ნებისმიერ ურთიერთობებს გარშემომყოფ ადამიანებთან, იქნებიან ისინი ოჯახის წევრები, პარტნიორები, მეგობრები თუ თანამშრომლები. ჩამოთვალე ურთიერთობები, რომლის გაუმჯობესებაც გინდა, ან რომელშიც მიმდინარე მომენტში გაქვს პრობლემა.
2. ჯანმრთელობა. დასვი კითხვა რის გაუმჯობესებას ისურვებდი ჯანმრთელობის კუთხით. თუ პრობლემა გაქვს, აღწერე ის. ან იქნებ უბრალოდ გინდა, რომ უფრო ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჩამოიყალიბო-ესეც გამოდგება.
3. კარიერა და მისწრაფებები: რას გააუმჯობესებდი შენს კარიერულ და საქმიან დინამიკაში? რა პრობლემები გაქვს? ან იქნებ უბრალოდ მეტი შემოსავალი გინდა და არ გაკმაყოფილებს შენი ფინანსური მდგომარეობა?

ჩამოწერე ყველაფერი, რასაც ჩათვლი საჭიროდ, და ZOOM-ის შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რომელი პრობლემა ან საკითხი არის შენთვის ყველაზე აქტუალური მიმდინარე მომენტში, და მის მოგვარებაზე ვიმუშავებთ შემდეგ გაკვეთილებზე.
სასიამოვნო დღეს გისურვებთ და გელოდებით საღამოს. არ დაიგვიანო!