კურსის ამ ნაწილში აგიხსნი და დაგანახებ იმას, თუ როგორ და რატომ მუშაობს თვითდახმარება. კონკრეტულად ამ ვიდეოგაკვეთილში კი კიდევ ერთ ცხოვრებისეულს მაგალითს მოგიყვან, რათა უკეთ დაგანახო თუ რა როლი გაქვს შენ შენივე მკურნალობის პროცესში.
ბავშვობაში ყველას გაგვიჭრია ხელი, ზოგს ახსოვს ეს მომენტი ზოგს - არა. თუ შენი ხელის პირველად გაჭრის ეპიზოდი არ გახსოვს, გაიხსენე ან წარმოიდგინე რას აკეთებს ბავშვი, როდესაც ის პირველად იჭრის ხელს? ალბათ შენს გონებაში უკვე ხედავ მომტირალ, შეშინებულ, დაბნეულ ბავშვს, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს და ჰგონია, რომ მის თავს რაღაც საშინელება მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს ჭრილობა სინამდვილეში მალევე შეხორცდება და მომავალში აღარც კი ემახსოვრება. ამ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა რომ მხოლოდ შესაბამისად ემკურნალა გაჭრილი ხელისათვის, დაედო მალამო, შეეხვია ხელი და ა.შ. რაც სწრაფადვე მოიტანდა შედეგს. ანუ მისთვის ხელის გაჭრაზე დიდი პრობლემა ის არის, თუ როგორ უყურებს ამ პრობლემას.
ანალოგიური სიტუაციაა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხითაც. როცა შენ ვარდები შფოთვითი აშლილობის მდგომარეობაში, ან გეწყება პანიკური შეტევა თუ სხვა რაიმე მსგავსი, თავად ამ მდგომარეობებში ყოფნაზე დიდი პრობლემა არის შენი დამოკიდებულება ამ მდგომარეობის მიმართ. შენ იმაზე მეტად გეშინია, ვიდრე უნდა გეშინოდეს რადგან არაფერია საშიში, შენ სინამდვილეში არაფერი დაგემართება არც შფოთვითი აშლილობის და არც პანიკური შეტევის შემდეგ და ის, რომ გეშინია, ბევრად ართულებს შენს მდგომარეობას. დაფიქრდი და გაიაზრე ეს.
შენ იმაზე მეტად ნერვიულობ, ვიდრე საჭიროა რომ ნერვიულობდე, რადგან არ გაქვს საქმე ისე ცუდად, როგორც გეჩვენება. ეს ნერვიულობა ხელს გიშლის შენი პრობლემების მოგვარებაში. წარმოიდგინე, ბავშვს რომ ხელი გაეჭრა და მხოლოდ შეშინებულს ეტირა, ჭრილობაზე არც მალამო დაედო და არც შეეხვია, რა მოხდებოდა? ჭრილობის მოშუშების პროცესი დროში ბევრად გაიწელებოდა იმასთან შედარებით, ცივი გონებით რომ შესძლებოდა მისდგომოდა ამ სიტუაციას და სწორად ემკურნალა.
ანალოგიურად, შენი როლი გადამწყვეტია შენი მკურნალობის პროცესში და ზედმეტი სტრესი, შიში და ნერვიულობა მხოლოდ ხელს გიშლის ამ ყველაფრისგან განთავისუფლებაში. ასე რომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო ის არის, რომ დაიწყო გააზრება-შენ კარგად იქნები, გაუმკლავდები შფოთვით აშლილობასაც, პანიკურ შეტევასაც და სხვა ფსიქიკურ პრობლემებსაც და თუკი ამას გაიაზრებ, ეს უკვე დაგეხმარება დაამარცხო შიში ამ ყველაფრისა, იმოქმედო ცივი გონებით და აიღო პასუხისმგებლობა შენს თავზე, რაც თვითმკურნალობის გზაზე ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
Login
Accessing this კურსი requires a login. Please enter your credentials below!