03 გაკვეთილი. არც მიღება და არც დამარცხება არ უხდება შფოთვით აშლილობას.
03 გაკვეთილი. არც მიღება და არც დამარცხება არ უხდება შფოთვით აშლილობას.
დავამარცხო, მივიღო, გავუმკლავდე, შევეგუო თუ რა ფორმით ვიარსებო შფოთვით მდგომარეობებთან?
ალბათ გაინტერესებს, რომელია სწორი მიდგომა შფოთვით აშლილობასთან, ნერვიულობასთან, ბრაზთან, სევდასთან, დეპრესიასთან მიმართებაში. უნდა აღვიქვათ ეს მდგომარეობები ჩვენს მტრად, დავიწყოთ მათთან ბრძოლა, გავექცეთ, მოვიშოროთ, მივიღოთ, ვისწავლოთ მათთან თანაცხოვრება თუ რაიმე სხვა გზა არსებობს?
იმის საჩვენებლად, თუ როგორი ურთიერთობა შეგიძლია გქონდეს ამ მდგომარეობებთან, ერთ მაგალითს მოგიყვან. წარმოიდგინე, რომ ბოსტანში მუშაობ და ბრაზიანი ბატონი გყავს, რომელიც მთელი დღე არ გასვენებს თავისი შეძახილებითა და ბრძანებებით იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთო, შენ კი მისი ხმის ყოველი გაგონებისას შიში გიტანს და ნერვიულობას იწყებ, რის გამოც მთელი დღეების სტრესსა და ნერვიულობაში გატარება გიწევს, რაც საქმის კეთებაშიც ხელს გიშლის. მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ერთხელაც დაფიქრდებოდი, რომ შენს ბატონს სინამდვილეში არც არაფერი აქვს ისეთი, რომ ასე გეშინოდეს მისი? არც თოფი, არც სხვა იარაღი ან მორევის საშუალება. სინამდვილეში მას არაფერი შეუძლია გავნოს.
ამ გაცნობიერების შემდეგ, მისი ძახილი შენზე აღარ იმოქმედებდა, აღარ შეგეშინდებოდა და შენი საქმის კეთებასაც მშვიდად შეძლებდი. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ შენ შეცვალე დამოკიდებულება და აღქმა მისი ძახილისა თუ ყვირილის მიმართ.
ასეთი მიდგომა სწორი იქნებოდა შფოთვითი აშლილობის შემთხვევაშიც. სტრესი და შფოთი ნორმალური რაოდენობით სულ იქნება შენში, ისევე როგორც ბატონი ბოსტანში, მაგრამ შენ თუ გაცნობიერებული გექნება, რომ შეგიძლია ამ მდგომარეობის მიმართ უბრალოდ შენი დამოკიდებულება შეცვალო, შენ შეძლებ შენში აკონტროლო ემოციები, ნაკლებად შეგეშინდეს, ნაკლებად დაისტრესო, ნაკლები იშფოთო და ნაკლებად მისცე მას შენზე ზემოქმედების საშუალება, რაც აუცილებლად დაგეხმარება თვითმკურნალობის გზაზე.
Login
Accessing this კურსი requires a login. Please enter your credentials below!