03 გაკვეთილი. ერთი სავარჯიშო.

04 გაკვეთილი. ერთი სავარჯიშო.

ამ ვიდეოგაკვეთილით კურსის დასასრულს ვუახლოვდებით, თუმცა, იმედი მაქვს, ეს შენთვის არა დასასრული, არამედ დასაწყისი  გახდება თვითგამორკვევისა და ფსიქოგანათლების გზაზე.

ამ ვიდეოგაკვეთილში ერთ კონკრეტულ სავარჯიშოს გაგიზიარებ. მოიმარჯვე ფურცელი და კალამი და ჩამოწერე: გმირები, რომლებიც შვიდი წლის ასაკამდე გახსოვს, რომლებსაც ჰბაძავდი ან შენთვის სამაგალითონი იყვნენ. ეს გმირები შეიძლება ყოფილიყვნენ წიგნებიდან, ფილმებიდან, მულტფილმებიდან ან სულაც რეალური ადამიანი შენს გარშემო.

ჩამოწერე პოზიტიური თვისებები, უნარები, ჩვევები, რომლებიც მათში მოგწონდა. გადახედე ამ თვისებებს და ამოარჩიე რამდენიმე მათგანი, რომლებიც ყველა ამ თვისებას გააერთიანებდა. დაუსვი შენს თავს კითხვა, რამდენად გახასიათებს თავად ეს თვისებები? ხომ არ გამოვიდა ისე, რომ აღმოაჩინე, ბავშვობიდან მოყოლებული, გაუცნობიერებლად, შენში შენი საყვარელი გმირების თვისებებს ამუშავებდი და ის თვისებები, რომლებიც შენს გმირებში ესე აღგაფრთოვანებდა, დღეს შენს ძლიერ მხარეებს წარმოადგენენ?

თუმცა ეს ძლიერი მხარეები ზოგჯერ შიშის საფუძველიც შეიძლება რომ ხდებოდეს. შესაძლოა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შენი ესა თუ ის ძლიერი მხარე თუ თვისება, შენ ფეთქდები, გწყინს, ბრაზდები. რატომ? იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გადაწყვიტე, რომ შენი საყვარელი გმირის მსგავსი გინდა იყო, მისი თვისებები გინდა გქონდეს და ყოველ ჯერზე, როდესაც  ეჭვქვეშ დგება, რომ მისი მსგავსი ხარ, შენში იწყება სტრესის გამოყოფა, რაც იმავე მდგომარეობაში გაგდებს, შენს წინ მოულოდნელად დათვი რომ აღმოჩენილიყო.

იმედი მაქვს, შენთვის ეს სავარჯიშო საინტერესო აღმოჩნდება. მისი გაზიარება შენი მეგობრებისთვისაც შეგიძლია. თუმცა ეს მხოლოდ ერთი პატარა სავარჯიშოა, რომელიც შენი თავის ახლებურად დანახვაში დაგეხმარება.