ამ გაკვეთილში ავხსნი სავარჯიშოს, რომელიც ძალიან ეფექტურია სეულის მოდუნებისთვის და ჩვენში არსებული სტრესის ჭურჭლის დაცლისთვის. ის ადუნებს სეულს, წევს სტრესის ჰორმონებს დაბლა და ხელს უწყობს უძილობის პრობლემის მოგვარებას.
შფოთვითი აშლილობის დროს, მე პირადად ამ სავარჯიშოს ყოველდღე ვასრულებდი, ხანდახან დღეში რამდენიმე ჯერ. შენც იმავეს გირჩევ. თუ რამდენიმე ჯერ გაგიძნელდება, მაშინ დაძინების წინ საუკეთესო დროა ამ სავარჯიშოს შესასრულებლად. ის წაგართმევს მხოლოდ 20 წუთს, სამაგიეროდ კი სასიამოვნოდ მოადუნებს შენს სხეულს, დაგიწყნარებს გონებას და ფიქრებს, მოგამზადებს ძილისთვის.
მენდე, თუ პროგრესულ რელაქსაციას ყოველდღე შეასრულებ, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ 2-3 კვირაში, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობ. შენი შფოთვების, ნეგატიური ფიქრების დონე საგრძნობლად დაიკლებს, გაგიუმჯობესდება ძილი, რაც თავისთავად დააჩქარებს შფოთვითი აშლილობისგან განთავისუფლების პროცესს.
სავარჯიშოს შესასრულებლად დაგჭირდება, რომ კომფორტულად მოთავსდე სიწყნარეში, სადაც არავინ შეგაწუხებს. შეგიძლია დაჯდე სავარძელში ან სულაც დაწვე შენთვის კომფორტულ პოზაში, სადაც მოახერხებ რომ 20 წუთი გაჩერდე. თუ სავარჯიშოს ძილის წინ გააკეთებ, უმჯობესია ლოგინში დაწვე, რომ დასრულების შემდეგ გააგრძელო დაძინება.
სავარჯიშო მოიცავს ინსტრუქციას, რომლის მიხედვით შენ დაასკანერებ შენს სხეულს, გაჰყვები მის ყველა ნაწილს თანმიმდევრულად და დაჭიმვის ხარჯზე მოადუნებ მათ. მერწმუნე, ძალიან სასიამოვნო და ადვილი პროცესია.
ახლა კი მოთავსდი შენთვის სასურველ და კომფორტულ პოზაში, ჩართე აუდიო ჩანაწერი და გაჰყევი ინსტრუქციას.
სასიამოვნო მოდუნებას გისურვებ!
Login
Accessing this კურსი requires a login. Please enter your credentials below!