04 გაკვეთილი. ჩემს შესახებ.

05 გაკვეთილი. ჩემს შესახებ.

დავიწყებ იმით, რომ მე არ ვარ არც ექიმი და არც ფსიქოლოგი. არც რაიმე ფორმის ოფიციალური სამედიცინო განათლება არ მაქვს მიღებული. თუმცა, 2015 წლის ერთ დღეს, ის, რაც შემდგომში აღმოვაჩინე რომ თურმე შფოთვითი აშლილობა იყო, ისე მოულოდნელად მეწვია, რომ 3 წელი მაინც დამჭირდა გამოსარკვევად, თუ რა იყო. დღემდე, უკვე 9 წელიწადია, ამ თემის შესწავლით ვარ დაკავებული. ყოველ დღე მქონდა გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, სტრესის სიმპტომები, შიშის გაზრდილი შეგრძნებით, გადაღლილობითა და ფრუსტრაციის განცდით. სასოწარკვეთა, პანიკური შეტევები, დაბნეულობა, მოწყენილობა, ცხოვრებისეული მოღრუბლულობა – ეს იყო ის, რასთანაც თანაცხოვრება მიწევდა. ხან მეტად, ხან ნაკლებად.  უიმედოდ მყოფს, თავი ხაფანგში მეგონა ისეთი მდგომარეობის პირისპირ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. არ მესმოდა რა მჭირდა და მეგონა ეს მდგომარეობა სამუდამოდ გაგრძელდებოდა.

მაგრამ გამიმართლა და შემთხვევით გადავაწყდი ადამიანს, რომელსაც ეს ყოველივე გამოცდილი ჰქონდა და სწორედ ის ადამიანი დამეხმარა. მისი რჩევები და ჩემი დაუოკებელი სურვილი, გავრკვეულიყავი და მომეძებნა გამოსავალი, იმ უამრავ მასალასთან ერთად, რაც წავიკითხე ნევროზის შესახებ, გახდა საფუძველი ჩემივე გამოჯანმრთელებისა. და მივხვდი მთავარ საიდუმლოს, რომელსაც ვისურვებდი, რომ პირველივე დღიდან მცოდნოდა. არც წამალი, არც საუბარი ფსიქოლოგთან, არც ყურადღების გადატანა არ არის გზა შფოთვითი აშლილობის მოსაგვარებლად. შფოთვითი აშლილობის ერთადერთი, 100%-ით გარანტირებული და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა არაფერი სხვა, გარდა იმისა, რომ იცოდე როგორ მუშაობს ის. და ეს ცოდნა, შენც გაპოვნინებს იმ სინათლეს, რომელიც დაგეხმარება გაგინელდეს ის ტკივილი, რომელსაც შფოთვითი აშლილობა იწვევს შენს ცხოვრებაში და, გპირდები, ამ სინათლესთან ერთად ტკივილი აღარ იარსებებს.