ნევროზი არ არის დაავადება, ის უფრო სამედიცინო მდგომარეობაა, როგორც ხელის მოტეხილობა. ხელის მოტეხილობა არ ნიშნავს, რომ ხელი “ავად” არის, არამედ ის დროებით გამოხატავს ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს შეხორცებას და სწორ მოვლას. თუ ხელი მოტეხილია, მას ჩასვამენ თაბაშირში, რათა სათანადოდ შეხორცდეს. ნევროზიც ამგვარია – ეს არ არის მუდმივი ან შეუსწორებელი მდგომარეობა, არამედ სხეულისა და გონების სიგნალია, რომ ყურადღება და მოვლა სჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
როგორც ხელის მოტეხილობისას ტკივილი ნორმალურია და მას ტკივილგამაყუჩებელი დროებით ამსუბუქებს, ასევე ნევროზის დროს სიმპტომები ნერვული სისტემის რეაქციაა. თუმცა, როგორც თაბაშირის გარეშე მოტეხილი ხელი ვერ შეხორცდება, ნევროზის მართვაც მხოლოდ “ტკივილგამაყუჩებლებით” შეუძლებელია. საჭიროა სწორი მიდგომა – სხეულის და გონების დასვენება, მზრუნველობა და სწორი გარემო. მთავარია გვახსოვდეს: როგორც ხელის მოტეხილობა თავის დროზე გაივლის, ნევროზიც ასე შუშდება, თუ მას სათანადოდ მოვეპყრობით. წუხილი და შიში მხოლოდ აძლიერებს მდგომარეობას, ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა.
სტრესი ერთი მხრიდან მუდმივად ჩაედინება სხვადასხვა წყაროებიდან: სამსახურის დაძაბულობა, ჯანმრთელობაზე დარდი, დროის უკმარისობა და სხვა. მეორე მხრიდან, ჭურჭელს აქვს დაცლის მექანიზმები, რომლებიც ამ სტრესს განდევნიან.
მაგრამ თუ შემავალი სტრესი უფრო მეტია, ვიდრე დაცლის საშუალება, შინაგანი სტრესის ჭურჭელი ივსება და ვერ იტევს საბოლოოდ გადმოიღვრება. გადავსებული ჭურჭელი ორგანიზმზე მძიმედ მოქმედებს, რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა უძილობა, გაღიზიანება და სხვა.
თუ სტრესის ჭურჭელს დაცლას ვისწავლით და შემავალ ნაკადებს შევამცირებთ, თავს უკეთ იგრძნობენ. ჩვენი ვიდეო გაკვეთილებზე ისწავლით, როგორ შეამციროთ შემავალი სტრესი და როგორ მოიხსნათ სტრესის ჭარბი რაოდენობა ეფექტურად.