ავტომატური ფიქრები.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილში ვსაუბრობ, თუ საიდან მოდის ვარაუდები. სწორედ ის ვარაუდები, რომელთა წინააღმდეგაც არის საჭირო სამხილების მოტანა.  თუმცა სანამ ვარაუდებზე გადავალ, ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას და კარგად აღქმისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან.

კითხვას დაგისვამ:  რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხელი არ შევყოთ ცეცხლში? რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? პასუხი მარტივია, არა? იმისათვის, რომ ცეცხლში ხელი არ შევყოთ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ჩვენგან ეს არანაირ მოქმედებას არ მოითხოვს, ჩვენ მხოლოდ წარსულის გამოცდილება გვჭირდება, რომელიც ტვინს ავტომატურად ეტყვის, რომ ცეცხლი ხელს წვავს და ეს იქნებოდა სამხილი, ანუ სამხილის დანახვა იქნებოდა ერთადერთი რამ, რაც გადაგვარჩენდა ხელის ცეცხლში შეყოფასა და დაწვას.

ანალოგიური სიტუაციაა სხვა სამხილების შემთხვევაშიც. თუ შენ გააანალიზებ, რომ როცა შფოთავ, ან გგონია რომ დაგცინიან, ან სხვადასხვა უსაფუძვლო შიშები გაწუხებს, ეს ყველაფერი შენივე ვარაუდებია. შენ მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ფსიქიკურად ისევე გაზიანებს, როგორც ფიზიკურად დაგაზიანებდა ხელის ცეცხლში შეყოფა. ეს სამხილი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ “დამწვრობა” თავიდან აირიდო. ვარაუდები, რომლებიც ჩვენს გონებაში მუდმივად ტრიალებს, შეგვიძლია დავინახოთ როგორც ავტომატური ფიქრები, ანუ ფიქრები, რომლებიც დაფუძნებულია, გამოწვეულია ჩვენი წარსული გამოცდილებებიდან, დასკვნებიდან, დამოკიდებულებებიდან თუ ვარაუდებიდან. ანუ ამ დროს ჩვენ კი არ ვირჩევთ ფიქრის საგანს, არამედ ფიქრის პროცესი თავისთავად ხდება და ჩვენ ჩვენდაუნებურად გვეშინია, რომ, მაგალითად, დაგვცინიან, ან რომ არ ვართ საკმარისად კარგები, ან რომ უფროსი არ გვცემს პატივს და ა.შ.

თუკი ამ ვიდეოგაკვეთილის მოსმენის შემდეგ დააკვირდები შენს ფიქრის პროცესს, აღმოაჩენ უამრავ ავტომატურ ფიქრს, რომლებიც სრულიად უსაფუძვლო იყვნენ და ტყუილად გეშინოდეს მათი, ტყუილად ისტრესებოდე მათი არსებობით. ავტომატური ფიქრების აღქმა და დანახვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ სამხილების დაპირისპირება შეძლო. სამხილების დაპირისპირებით კი მოახერხებ თავიდან აიცილო “დამწვრობა”.