/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
გიფიქრია, რას ნიშნავს აქტიური ცნობიერება?
დღის განმავლობაში ჩვენ ბევრ მოქმედებას ვასრულებთ ავტომატურად, ბევრი ფიქრის გარეშე. მაგალითად, ჭამის პროცესი ჩვენთვის ავტომატურ ქცევად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ დროს არ გვჭირდება ბევრი ფიქრი, ხოლო ჩვენი აქტიური ცნობიერება შეიძლება მომართული იყოს ფიქრებზე. ხოლო ფიქრისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომ იყოს მომართული წარსულზე, ან – მომავალზე. ფიქრისთვის ასევე დამახასიათებელია განგრძობითობა. ანუ როდესაც რაიმეზე ვფიქრობთ, იქნება აწმყოზე, მომავალსა თუ წარსულზე ფიქრი, ამაზე ფიქრს დრო სჭირდება, ფიქრი დროშია გახანგრძლივებული.
განსხვავებით, მაგალითად, გემოს შეგრძნებისგან, რადგან როდესაც რაიმეს ვაგემოვნებთ, გემოს რეცეპტორების საშუალებით გემოს შევიგრძნობთ მხოლოდ დაგემოვნების პროცესში. თუ ჩიტის ჭიკჭიკის ხმა გვესმის, გვესმის მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ჩიტი ჭიკჭიკებს. ან თუ ცეცხლს ვუყურებთ, ეს მოვლენაც მიმდინარე მომენტში ხდება. მაგრამ როდესაც რაღაც საკითხზე ვფიქრობთ, ვდარდობთ, ვნერვიულობთ, ეს ფიქრი დროშია გახანგრძლივებული.
ხშირად ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს გაცნობიერებული, რომ დღის განმავლობაში ჩვენი აქტიური ცნობიერება მიმართულია ფიქრებისკენ წარსულზე ან მომავალზე და ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ აქ და ახლა, ფიქრებით ვიკარგებით ხანგრძლივობაში, რაც გვწყვეტს ობიექტური რეალობისგან, აწმყოსგან.
ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამას დაიმახსოვრებ და ეცდები, რომ შენი ფიქრები და აქტიური ცნობიერება მიმართო აწმყოში მიმდინარე მოვლენებზე, დააკვირდე ხმებს, სუნთქვას, გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ა.შ., იმის ნაცვლად, რომ ფიქრებით დაიკარგო წარსულში ან მომავალში, შეძლებ იყო აქ და ახლა.