აყურებინე ახლობელს.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილის ყურება თანაბრად საინტერესო იქნება როგორც შენთვის, ისე შენი ახლობელი ადამიანებისთვისაც, იქნებიან ისინი შენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები. მოუხმე იმ ადამიანებს, რომლებსაც თვლი, რომ საკმარისად  შესტკივათ გული შენზე და აქვთ სურვილი დაგეხმარონ კარგად გახდომაში, თუმცა ჯერ არ იციან როგორ. 

ამ ვიდეოგაკვეთილში ასეთ გულისხმიერ ადამიანებს წარმოდგენას შევუქმნი , თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. ამ შემთხვევაში შენ. მოკლედ, იმედი მაქვს უკვე ასეთ ადამიანთან/ადამიანებთან ერთად მიყურებ, ამიტომ ახლა მას/მათ მივმართავ. 

გამარჯობა. პირველ რიგში, მადლობას გიხდი, რადგან ის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანმა შენ შეგარჩია და შენთან ერთად უყურებს ამ ვიდეოს ნიშნავს, რომ მის მიმართ აქამდე კეთილგანწყობილი იყავი და შენი არსებული ცოდნით შეძლებისდაგვარად ცდილობდი ამ ადამიანის დახმარებას, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია.  მინდა გითხრა, რომ კურსი, რომლის ნაწილიც ეს ვიდეოგაკვეთილია, შენთვის ისედაც სასარგებლო იქნება, რადგან მისი მეშვეობით ისეთი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება ან მომავალში დასჭირდება. იმედი მაქვს ამ ვიდეოგაკვეთილით საკმარისად დაინტერესდები და გადაწყვეტ კურსის მინიმუმ შესავალი ნაწილის ყველა ვიდეოგაკვეთილს უყურო. ეს მოგცემს შესაძლებლობას მიიღო ის ბაზისური ცოდნა, რომლითაც გაცილებით გაგიმარტივდება იმ ადამიანის დახმარება, რომელმაც საყურებლად მოგიხმო და მერწმუნე, რადგან მოგიხმო, მას ნამდვილად სჭირდები. იმედი მაქვს მომავალ ვიდეოგაკვეთილზეც შევხვდებით. მოდი, ერთად დავეხმაროთ შენს მეგობარს.