/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
ამ ვიდეოში ბრაზზე, როგორც პრობლემაზე ვისაუბრებ.
ზოგისთვის ბრაზის მენეჯმენტი ცენტრალური პრობლემაა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შფოთვითი აშლილობა მუდმივად გაბრაზებულ, გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნით გამოიხატება. თუმცა ბრაზი პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც უკონტროლო და საფუძველს მოკლებულია, ისევე როგორც შიშის შემთხვევაში იყო.
ბრაზიც, ისევე როგორც შიშის შეგრძნება, საჭიროა ადამიანისათვის, თუმცა ზომიერად. ბრაზის შეგრძნება გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი საზღვრები დავიცვათ. მაგრამ თუკი ჩვენ სტრესით სავსე და მუდმივად გაბრაზებულები ვართ, კიდევ უფრო მარტივად ვპოულობთ იმის საბაბს, რომ გავბრაზდეთ.
სტრესისა და ბრაზის მექანიზმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ალბათ გახსოვს რომ სტრესით სავსე ადამიანი ადვილად პოულობდა ირგვლივ არ არსებულ საფრთხეებსაც კი. იგივეა ბრაზის შემთხვევაშიც. გაბრაზებული ადამიანი მუდმივად ეძებს ახალ საბაბს გასაბრაზებლად და პოულობს კიდეც მას.
ახლა კი მინდა შენი ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო. ბრაზის მექანიზმი ძალიან მარტივია და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს ხშირად რაღაც მოლოდინები გვაქვს და როდესაც ეს მოლოდინები არ მართლდება, ჩვენ ვბრაზდებით. მაგალითად რიგში დგომისას ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველამ უნდა დაიცვას რიგში დგომის წესი, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და ჩვენც გავბრაზდებით. რას გაძლევს ამის ცოდნა? ამის ცოდნა და ცხოვრებაში გამოყენება ბრაზის მართვაში დაგეხმარება. მაგალითად როცა გაბრაზდები, შეგიძლია შენს თავს კითხვები დაუსვა: რა მოლოდინი გქონდა? მნიშვნელოვანი იყო ეს მოლოდინი? საერთოდ, იყო ეს მოლოდინი რეალური? ამის შემდეგ შენ გეცოდინება რამდენად ღირს გაბრაზება და რომც ღირდეს, ამ კითხვების დასმისა და გაანალიზების პროცესში შენი ბრაზი ცოტათი მაინც განელდება.