გაკვალული ბილიკები.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

როდესაც ადამიანს შფოთვითი აშლილობა აწუხებს, ბუნებრივია, რომ უჩნდება კითხვები:  „როდის გამივლის?“, „რამდენ ხანში გამოვჯანმრთელდები?“ „შესაძლებელია კი ამისგან განთავისუფლება?“. ასეთი კითხვები მეც მქონდა რამდენიმე წლის წინ. ყოველ დილას, გაღვიძების შემდეგ ჩემს თავს ვეკითხებოდი „აბა დღეს როგორ ვგრძნობ თავს? კარგად ვარ თუ ცუდად?“.

ერთხელ ჩემს თერაპევტს დავუსვი კითხვა, თუ როდის განვთავისუფლდებოდი შფოთვითი აშლილობისგან. მან კი მიპასუხა, რომ ეს მოხდებოდა მაშინ, როდესაც ამ კითხვის დასმას შევწყვეტდი. ეს პასუხი ჩემთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა. და ამის შემდეგ გაღვიძებისას ვცდილობდი გამეხსენებინა, რომ კითხვა „დღეს კარგად ვარ თუ ცუდად?“ არაფერში მეხმარებოდა და ვცდილობდი ეს ფიქრი, ეს კითხვა რაიმე სხვა ფიქრით ჩამენაცვლებინა.

ალბათ გახსოვს, რომ შფოთი შფოთის თაობაზე, იგივე შფოთია. დარდი დარდის თაობაზე, იგივე დარდია. ნერვიულობა, ნერვიულობის თაობაზე, იგივე ნერვიულობაა. ეს ყველაფერი კი დამატებითი სტრესის გამომწვევი მიზეზებია. ნეიროფსიქოლოგიის გათვალისწინებით, როდესაც ადამიანი იწყებს რამეზე ფიქრს, დროთა განმავლობაში მისთვის მარტივდება ამაზე ფიქრი. ამ ინფორმაციის გამოყენება ადამიანს თავის სასიკეთოდაც შეუძლია და საზიანოდაც. მაგალითად, შენ რომ შფოთავ იმის თაობაზე, რომ შფოთი გაქვს, ეს ფიქრი შენს გონებას უადვილებს, რომ უფრო და უფრო მეტად და მარტივად იფიქრო ამაზე.

ახლა მინდა, რომ ბილიკების მაგალითით უკეთ აგიხსნა. წარმოიდგინე, რომ მინდორში ხარ და შენი დანიშნულების ადგილზე მისასვლელად გაუკვალავი გზა უნდა გაიარო. პირველად გავლისას შენ მოგიწევს ამ გზის გაკვალვა, მაგრამ შემდეგ ჯერზე ამ გზის გავლა გაცილებით მარტივი იქნება, რადგან პირველად გავლისას შენს გაკვალულ გზას გაჰყევი და ამის შემდეგ ყოველ ჯერზე შენთვის უფრო და უფრო მარტივი იქნება ამ გზის გავლა, რადგან იგი გაკვალულიც იქნება და შენც უკეთ გეცოდინება გზა. ანალოგიური მდგომარეობაა შფოთვის შემთხვევაშიც. როცა შფოთავ, ერთგვარ ბილიკს კვალავ შფოთვის გზაზე. შენს ფიქრს ბილიკი სჭირდება, ის იმ გზას გაჰყვება, რომელსაც შენ გაუკვალავ. თუკი შენ შენს ფიქრს დარდის ბილიკის ალტერნატიულ, მეორე ბილიკს შესთავაზებ, ისიც ამ ბილიკს აირჩევს. მაგალითად ჩემს შემთხვევაში, მე რომ ყოველ დილით ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას „დღეს თავს კარგად ვგრძნობ თუ ცუდად?“ იყო მხოლოდ ერთი, დარდის ბილიკი. ხოლო მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, რომ ეს ფიქრი არათუ მეხმარებოდა, არამედ ხელს მიშლიდა, ყოველ ჯერზე, როცა ეს კითხვა მებადებოდა, ვიხსენებდი, რომ ეს კითხვა არაფერში არ მშველოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მე ვკვალავდი, ახალ, ალტერნატიულ ბილიკს ჩემი ფიქრისათვის, რადგან თავი ამერიდებინა დარდის ბილიკისთვის.

რაც უფრო კარგად ვკვალავდი ამ ბილიკს, დღითიდღე უფრო მიმარტივდებოდა არჩევანის გაკეთება, თუ რომელი ბილიკი ამომერჩია დილით გაღვიძებისას. სწორედ ეს არის შენი გამოსავალიც.  ნაცვლად ყოველდღე იმაზე ფიქრისა, შეძლებ თუ არა შფოთვისგან განთავისუფლებას, ეცადე გაიხსენო, რომ ეს ფიქრი არაფერში გეხმარება და, პირიქით, გითრევს დარდისა და შფოთვის ნაკადში.  ან შეიძლება გამუდმებით დარდობდე იმაზე, გამოჩნდები თუ არა მისაღებ ადამიანად საზოგადოებაში. ან იმაზე, ხომ არ დაგცინებენ. ანდაც მუდმივად იმის შიშში იყო, რომ  მარტო დარჩები. ამის ნაცვლად შენ შეგიძლია გაკვალო ალტერნატიული, შენთვის სასურველი ბილიკი შენი ფიქრებისთვის, მთავარია ეს არ იყოს დამატებითი შფოთის, დარდისა თუ სევდის გამომწვევი. 

მინდა შეგახსენო, რომ შენ შეგიძლია არამხოლოდ შფოთვითი აშლილობის მართვის სწავლა, არამედ მისგან სრულად განთავისუფლება, სწორად მიდგომის შემთხვევაში. ასე რომ დაიწყე ახალი, შენთვის ნაკლებად სტრესის გამომწვევი ბილიკების გაკვალვა და დროის გასვლასთან ერთად შენი ფიქრიც დარდის ბილიკის ნაცვლად სწორედ შენს გაკვალულ გზას აირჩევს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შენში სტრესის დონეს.