გაჩერდი და აირჩიე.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილში  ერთი მეთოდი მინდა გასწავლო.

ეს მეთოდი ოთხ ნაბიჯს მოიცავს და დაგეხმარება გაიგო შენი ესა თუ ის შეგრძნება და ემოცია, რეალურად საფუძვლიანია თუ არა. ეს ოთხი ნაბიჯია: იყო ყურადღებით, გაჩერდე, გადააფასო და გააგრძელო. მოდი, ახლა ცალ-ცალკე ვნახოთ თუ რომელი რას გულისხმობს.

ყურადღებით ყოფნა  ნიშნავს უსმინო შენს შინაგან ხმას და ამოიცნო როდის გეწვევა შიში, სევდა, ბრაზი თუ სხვა შეგრძნება, რადგან არ გამოგრჩეს ეს მდგომარეობები.

გაჩერება საჭიროა, რადგან თუკი შენ ამ ემოციებზე მყისიერად ირეაგირებ, შეიძლება შეცდომა დაუშვა. მაგალითად, თუ გამვლელზე გაბრაზდები, რადგან მან ჩავლისას რაღაც ჩაილაპარაკა, მაშინვე კი არ მიუტრიალდე და პასუხი მოსთხოვო, არამედ უბრალოდ გაჩერდე.

გაჩერების შემდეგ გადაფასებაა საჭირო. მას შემდეგ, რაც გაჩერდები, დაფიქრდი, გააცნობიერე, შენს თავს კითხვა დაუსვი, საფუძვლიანია თუ არა შენი ბრაზი, სევდა, ან სხვა ემოცია?  თუკი ჩვენს მაგალითს მივუბრუნდებით, შენ რომ გაჩერებულიყავი და გადაგეფასებინა, დიდი ალბათობით აღმოაჩენდი, რომ  გამვლელი სინამდვილეში  შენზე კი არა, თავის საქმეზე იყო გაბრაზებული. 

ამის შემდეგი, მეოთხე ნაბიჯი გაგრძელებაა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდები საფუძვლიანია თუ არა შენი ეს თუ ის ემოცია, შენ შეძლებ ადეკვატურად ირეაგირო მასზე.  მაგალითად, თუ გააცნობიერებდი, რომ გამვლელს შენზე არაფერი უთქვამს, შენც მშვიდად განაგრძობდი გზას და მასთან კონფლიქტში არ შეხვიდოდი.  

ამის გარდა კი, რაც მთავარია, ნეგატიური ემოციისა თუ შეგრძნებისგან განთავისუფლება იმ კონკრეტულ მომენტში დაგეხმარება სტრესის ჰორმონების დარეგულირებაში.

დაიმახსოვრე და გამოიყენე ეს მეთოდი ცხოვრებაში და მერწმუნე, ძალიან ხშირად აღმოაჩენ, რომ ბევრი რამ უბრალოდ გეჩვენება და შენც სულ ტყუილად ბრაზდები, ტყუილად სევდიანდები და დარდობ. ამ მეთოდის გამოყენებით კი შეძლებ ამოცნობას, რამდენად გაქვს საფუძველი რომ თავი ამგვარად იგრძნო.