/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
ამ ვიდეოგაკვეთილში კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენო, თუ რა როლი გაქვს შენი თვითგამორკვევის და ფსიქოგანათლების გზაზე.
ალბათ გახსოვს, გირჩიე, რომ ამ კურსის მანძილზე ყურადღებიანი მკვლევრის როლში იყო და ეცადო შენთვის საჭირო ინფორმაცია მაქსიმალურად აითვისო, რადგან საბოლოოდ შენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებ იმ ინფორმაციას, რომელიც ამ კურსშია მოცემული. ალბათ ისიც გემახსოვრება შენი მთლიანობა გონებას, სხეულსა და ქცევას რომ მოიცავს და თუ შენ რომელიმე მათგანში შეიტან ცვლილებას, ეს ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს დანარჩენი ორი ნაწილის ცვლილებასაც.
მაგალითად, თუ შენ დეპრესიაში ხარ და დილით ლოგინიდან ადგომაც ძალიან გიჭირს, თუ შენს თავში გამონახავ ძალას, ადგები და რამე პატარა საქმეს მაინც გააკეთებ, ეს ქცევა, ავტომატურად პოზიტიურად აისახება შენს ფიქრებზეც.
ახლა მინდა უშუალოდ იმაზე გავამახვილო ყურადღება, როგორი დამოკიდებულება იქნება სწორი შენს თავთან გქონდეს თვითგამორკვევის პროცესში. წარმოიდგინე რამის კეთების პროცესში ვინმე რომ მოსულიყო და შენთვის მკაცრი ტონით ეთქვა „რას აკეთებ, ეს რა საქციელია?“. შენთვის ეს კითხვა კი არა, უფრო ბრალდება იქნებოდა. ამ ადამიანს ფორმალურად რომ დაესვა კითხვა, მაგრამ ის რეალურად უფრო ბრალდება, განსჯა, გაკრიტიკება რომ ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდი? ალბათ დაიბნეოდი, შეიძლება შეგშინებოდა კიდეც და პასუხის გაცემაზე არც კი იფიქრებდი, რადგან მან კითხვა კი არ დაგისვა, არამედ გაგკიცხა.
ახლა წარმოიდგინე იგივე ადამიანი სხვა ფორმით, დაბნეული რომ მოსულიყო შენთან და გულწრფელად დაინტერესებულს დაესვა შენთვის იგივე კითხვა. რას გააკეთებდი? ალბათ შენ თვითონვე დაფიქრდებოდი შენს საქციელზე და ეცდებოდი გეპოვა პასუხი, თუ რატომ იქცეოდი ამგვარად და მისთვისაც გაგეცა პასუხი.
სწორედ ამიტომ, თვითგამორკვევის პროცესშიც, შენში არსებული კითხვები, შენს თავს დაუსვი სიყვარულით, თანაგრძნობით, ინტერესით, ცნობისმოყვარეობით და არა განსჯითა და გაკიცხვით, რადგან ასეთი ნეგატიური მიდგომით, შენი გონება არ მოგცემს წვდომას იმ პასუხებზე, რომლებსაც ეძებ. ხოლო თუ შენი თავის მიმართ იქნები მეტად მოსიყვარულე და გექნება მეტი თანაგრძნობის განცდა, პასუხებსაც აუცილებლად მიაგნებ, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.