ემოციების შეცნობა და გრძნობებისგან განსხვავება.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილში ვეცდები დაგანახო განსხვავება ემოციასა და გრძნობას შორის და ის, თუ როგორ გვერევა ადამიანებს ისინი ერთმანეთში.

ჩვენ რომ ადამიანებთან მივიდეთ და დავუსვათ კითხვა – „რას გრძნობ ამ მომენტში?“ მათ შეიძლება გვიპასუხონ, რომ აქვთ უსამართლობის შეგრძნება, ან  თავს გრძნობენ მარტოსულად, დაჩაგრულად, დამცირებულად და ა.შ. ჩვენ თითოეული ეს პასუხი რაღაც ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი, თუმცა ეს პასუხები მაინც დამაბნეველი იქნება და ამას თავისი მიზეზი აქვს. მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ სინამდვილეში არ შეიძლება გვქონდეს უსამართლობის, მარტოსულობის, დაჩაგრულობის, დამცირებულობის შეგრძნებები. ეს ყველაფერი არა შეგრძნებები, არამედ ჩვენი შეფასებებია ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენი თავისა, იმისა თუ რა მდგომარეობაში ვართ. ანუ თავს მარტოსულად კი არ ვგრძნობთ, არამედ ვაფასებთ საკუთარ თავს რომ ვართ მარტოსულები. თავს დაჩაგრულად კი არ ვგრძნობთ, არამედ ისევ საკუთარ თავს ვაფასებთ, როგორც დაჩაგრულს.

თუ ეს ასეა, მაშინ რას ვგრძნობთ სინამდვილეში? სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ვგრძნობდეთ ბრაზს, ტკივილს, სიხარულს, შიშს, ზიზღს, სიმშვიდეს, შფოთვას და ა.შ. ანუ ჩვენ რომ იმ ადამიანს, რომელმაც თავდაპირველად გვითხრა, რომ გრძნობდა უსამართლობას, ჩავძიებოდით და მისთვის გვეკითხა სინამდვილეში რას გრძნობდა, ის თავადვე მეტად დაუკვირდებოდა საკუთარ თავს და აღმოაჩენდა, რომ გრძნობდა ბრაზს, ზიზღსა თუ სხვა რამეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი შეფასებასა და გრძნობას შორის განსხვავების აღქმა? იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ თვითონვე გვერევა და ვთვლით, რომ თავს, მაგალითად, დამცირებულად, მიტოვებულად, უსამართლოდ ვგრძნობთ, როდესაც სინამდვილეში ამ დროს  ჩვენს შიგნით ბრაზი, სევდა, ზიზღი ან სხვა შეგრძნება იმალება. მაგრამ სწორედ ჩვენი ჩვენი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია იწვევს შეგრძნებას. მაგალითად ჩვენ თუ თავს მიტოვებულად ვიგრძნობთ, ეს ჩვენში შესაბამის რეაქციას გამოიწვევს, ანუ შესაძლოა ეს საფრთხედ აღვიქვათ, რაც ჩვენს ორგანიზმში ხელს შეუწყობს სტრესის ჰორმონების გამოყოფას და აისახება სტრესის ჭურჭელში არსებული სტრესის საერთო დონეზე. 

ამის აღქმა მნიშვნელოვანია, რადგან ჭურჭელში სტრესის ნაკადი გვემატება, შესაბამისად სხეულში არსებული ემოციებისა და შეგრძნებებისა, რომლებიც ჩვენი მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე გვებადება. ანუ თავად მხოლოდ ის შეფასება, რომ  მაგალითად, თავს მიტოვებულად ვგრძნობთ, არ დაგვსტრესავდა, თუმცა ეს შეფასება არის ბრაზის გამომწვევი, ხოლო ბრაზის შეგრძნება ჩვენში ავტომატურად მაღლა სწევს სტრესის დონეს.

იმის აღმოჩენა, რომ  შეფასებასა და რეალურ გრძნობას შორის განსხვავებაა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საკუთარ გრძნობებში გამოსარკვევად. ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში შეგიძლია. ყოველ ჯერზე, როდესაც თავს რამენაირად, თუნდაც უსიამოვნოდ იგრძნობ, დაუსვი შენს თავს კითხვა – „ეს შეგრძნება მართლა შეგრძნებაა თუ შეფასებაა?“. ნელ-ნელა ისწავლი გამიჯვნას ამ ორი რამის და როდესაც გეცოდინება, თუ რას გრძნობ რეალურად ან რას როგორ აფასებ, შენთვის ამ ყველაფრის გაკონტროლებაც გამარტივდება, რადგან სანამ არ გაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მისი არც კონტროლი შეგიძლია. ხოლო როდესაც იცი, შეგიძლია აკონტროლო კიდეც.