თევზის დაჭერა.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

მოგესალმები!

პირველ რიგში, მინდა მოგილოცო აქ ყოფნა. რადგან ახლა ამას თუ კითხულობ, იმის მანიშნებელია, რომ არათუ გაურბიხარ შენს პრობლემას, არამედ გაქვს სურვილი  შეცვალო შენი ახლანდელი რეალობა და იწყებ სვლას კარგად ყოფნისკენ, რაც ძალიან მიხარია. ეს კურსიც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ უკეთ გახდომაში დაგეხმარო, რაც დარწმუნებული ვარ ერთად აუცილებლად გამოგვივა. თუ აქ მოცემულ ვიდეოებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ყურადღებით გაეცნობი, გააანალიზებ და ჩემს მოცემულ „ინსტრუმენტებს“ სწორად გამოიყენებ. პირველ რიგში გეტყვი, რომ ამ კურსის შექმნის მთავარი დანიშნულებაა დაგეხმაროს თვითგამორკვევასა და გაცნობიერებაში, თუ რა ხდება შენს თავს.  დარწმუნებული ვარ ეს კითხვა აქამდეც ძალიან ბევრჯერ დაგისვამს საკუთარი თავისთვის, მაგრამ პასუხს  დღემდე ეძებ, ისევე როგორც ბევრ კითხვაზე, რომელიც შენს ფსიქიკას ეხება.

ამ კურსში მოცემული ვიდეოებით სწორედ ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგეხმარები, რადგან  შენი ფსიქიკური მდგომარეობის გაცნობიერება და თვითგამორკვევაა ის მთავარი „ინსტრუმენტი“, რომელიც დაგეხმარება არამხოლოდ ისწავლო შფოთვითი აშლილობის მართვა, არამედ სრულად განთავისუფლდე მისგან, რაც შეიძლება ახლა დაუჯერებლად გეჩვენება, მაგრამ გარწმუნებ, ეს შესაძლებელია და ამის გაკეთება აქ მოცემული ვიდეოების ყურადღებით გაცნობით, გაანალიზებითა და მათგან მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებით შეგიძლია. არსებობს ჩინური სიბრძნე: „თუ გინდა მშიერ ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე“. სწორედ ეს ანკესია აქ მოცემული კურსი, რომლის საშუალებითაც გასწავლი „თევზაობას“, ანუ თვითგამორკვევას, რაც შენთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავარი გასაღები და „ინსტრუმენტია“  განთავისუფლდე ზედმეტი შფოთვისა და იმ ჭარბი სტრესებისგან, რომლებიც შენს სხეულშია დაგროვილი.  გასწავლი შენვე დაეხმარო საკუთარ თავს, გაცნობიერებით, თვითგამორკვევით, მედიკამენტების გარეშე. გისურვებ კურსის წარმატებით და შედეგიანად გავლას.