მეთოდოლოგია.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

იმაზე, რომ შფოთვითი აშლილობა არ არის არც თანდაყოლილი და არც შეძენილი დაავადება, უკვე გესაუბრე და შენ უკვე იცი, რომ ეს არის უბრალოდ ერთგვარი გამოხატულება, სიმპტომი, შენს სხეულში დაგროვილი სტრესის. ასევე გესაუბრე იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანი როლი გაქვს თავად შენ, შენივე გამოჯანმრთელების პროცესში და იმედი მაქვს გაითვალისწინე ჩემი რჩევა და ახლაც ამ ვიდეოს უყურებ მკვლევრის და არა მხოლოდ პასიური მსმენელის პოზიციიდან. შენს ახლობლებსაც უკვე ვაჩვენე ის გზა, რომლითაც შენს დახმარებას შეძლებენ.

ამ ვიდეოგაკვეთილში კი ერთ ძალიან საინტერესო თემას შევეხები და მოგიყვები შენს სხეულში არსებულ სტრესის ჭურჭელზე, რომელიც მთელ შენს სტრესებს იტევს.

რას ვგულისხმობ სტრესის ჭურჭელში? რა თქმა უნდა, ეს არის წარმოსახვითი ჭურჭელი. წარმოიდგინე, რომ დაბადების მომენტიდან შენს სხეულში გროვდება სხვადასხვა სტრესები, ზოგი ნაკლებად მნიშვნელოვანი, ზოგი – მეტად. შენც ზოგს აქცევ ყურადღებას, ზოგიერთი მათგანის შესახებ არც კი იცი, რომ ის რაღაც შემთხვევა შენს ორგანიზმში სტრესის სახით დარჩა და დაემატა შენი სტრესის ჭურჭელში უკვე არსებულ საერთო სტრესის დონეს.

ეს სტრესები მთელი ცხოვრება გროვდება ამ ჭურჭელში, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს საშიშროება მისი ჭურჭლიდან გადმოღვრისა. რადგან ახლა ამას კითხულობ, დიდია ალბათობაა, რომ სწორედ ეს მოხდა შენს შემთხვევაშიც.

როდის გაივსება სტრესის ჭურჭელი?  მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ფსიქიკა  სიჭარბის გამო ვეღარ შეძლებს იმ სტრესების გადამუშავებას, რომლებიც აქამდე  ამ ჭურჭელში დაგროვდა, ამიტომ იწყება მისი ჭურჭლიდან გადმოღვრა, რაც გამოიხატება სწორედ ფსიქიკური პრობლემების სახით, იქნება ეს შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, ბრაზი თუ ა.შ.  ანუ ეს მდგომარეობები დგება მაშინ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში დაგროვდება იმაზე მეტი სტრესი, ვიდრე ჩვენ ამის ატანა შეგვიძლია, დაიწყება სტრესის ჭურჭლიდან გადმოღვრა.

რისი გაკეთება შეგიძლია ამის თავიდან ასარიდებლად?  ისეთი საქმიანობებით თუ დაკავდები, რომლებიც ნაკლებად სტრესულია ან ისეთ აქტივობებს თუ აირჩევ, რომლებიც სტრესის ჭურჭელს დაცლაში შეუწყობს ხელს. მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუკი ჭურჭელი უკვე ავსებულია და სტრესებმა თავი იჩინეს ფსიქიკური პრობლემების სახით?  ამისათვის პირველ რიგში, შენ უნდა გაიაზრო, რომ საჭიროა დამშვიდდე და იცოდე, რომ შენი პრობლემა მოგვარებადია. საჭიროა, რომ სწორად მიუდგე ამ მდგომარეობას.  რას მოგცემს დამშვიდება, ცივი გონებით მოქმედება, ნაკლები შიში და ნერვიულობა? ეს პირდაპირპროპორციულად აისახება შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. როგორ? წარმოიდგინე, რომ ყოველდღიურად შენს ჭურჭელს ემატება სტრესი და შენ ამ სტრესს კიდევ უმატებ შენს ამ ფიქრებს სტრესებისა და პრობლემების შესახებ. ანუ შენ თავად პრობლემით გამოწვეულ სტრესს, უმატებ იმ სტრესს, რომელსაც შენს ორგანიზმში იწვევს ფიქრები და შიშები ამ სტრესების შესახებ. ალბათ გაგახსენდა ცემი საუბარი ბავშვზე, რომელმაც პირველად გაიჭრა ხელი. სწორედ ამაზე ვსაუბრობ. თუკი მოიშორებ ან შეამცირებ შენს ამ შიშებსა და სტრესებს შენი მდგომარეობის შესახებ, შენ შეძლებ შეამცირო სტრესის რაოდენობა შენს სხეულში არსებულ ჭურჭელში და ხელი შეუწყო მის დაცლაში. თუ ბოლომდე დაცლას ვერ მოახერხებ, იმას მაინც შეძლებ, რომ სტრესის საერთო დონე დაწიო და კრიტიკული ზღვრიდან ნორმალურ ზღვარზე დაიყვანო. დამიჯერე, ეს პროცესი შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან ეფექტურად და დადებითად აისახება.