/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის რამდენიმე საფეხური არსებობს. ამ ვიდეოგაკვეთილში ვეცდები წარმოდგენა შეგიქმნა თითოეულ მათგანზე, რომ გაგიმარტივდეს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი მათგანი შეიძლება იყოს შენთვის ყველაზე სწორი.
პირველი საფეხური ფსიქოგანათლებას, თვითგამორკვევას გულისხმობს. ანუ იმას, რასაც ახლა ამ კურსის გავლის საშუალებით აკეთებ. შემთხვევების უმეტესობაში, ამ საფეხურის სწორად გავლა სრულიად საკმარისია ადამიანისთვის რომ განთავისუფლდეს ფსიქიკურ პრობლემების უმეტესობისგან.
მკურნალობის მეორე საფეხური ფსიქოლოგთან/თერაპევტთან სიტყვიერ თერაპიას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია. ამ საფეხურის გავლა ადამიანს იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ პირველი საფეხურის გავლის შემდეგ მაინც ვერ იპოვა ის ობიექტური ხარვეზები, რომლებიც მისთვის პრობლემას წარმოადგენს და გრძნობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლაში სპეციალისტის დახმარება სჭირდება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იშვიათი გამონაკლისების გარდა არავის დასჭირდება, თუკი პირველ საფეხურს ჩემთან ერთად, ყურადღებით გაივლის. შეიძლება ითქვას, რომ მეორე საფეხურზე, იგივე საქმეა გასაკეთებელი, რაც პირველზე, ანუ თერაპიაზეც ადამიანები ფსიქოგანათლებით, შემეცნებით, თვითგამორკვევით არიან დაკავებული, უბრალოდ ამ შემთხვევაში მათ სპეციალისტი ეხმარებათ.
მესამე საფეხურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მედიკამენტური მკურნალობა. როცა სპეციალისტი თვლის, რომ პაციენტს მკურნალობის პროცესში სჭირდება მედიკამენტების მიღება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მედიკამენტების მიღების პირობებშიც კი, პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს ფსიქოგანათლების, თვითგამორკვევის პროცესი, რადგან მედიკამენტებს შეუძლია მხოლოდ სიმპტომატიკის მოხსნა, მაგრამ თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემისგან სრულად განთავისუფლება სურს, მას აუცილებლად სჭირდება იყოს გათვითცნობიერებული პრობლემის არსში და ჰქონდეს ფსიქოგანათლების ბაზისური დონე. ხშირად კი ისე ხდება, რომ მედიკამენტური მკურნალობის დაწყება პაციენტებს იმის მოტივაციას უკარგავს, რომ განაგრძონ შემეცნების პროცესი, რაც ცალსახად ძალიან ცუდია, რადგან, კვლევების მიხედვით, მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიდი ალბათობით, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები უბრუნდება და თუ მას არ ექნება ფსიქოგანათლება, არ იქნება გათვითცნობიერებული მისი პრობლემის არსში, მისთვის ამ პრობლემის მოგვარება ბევრად რთული იქნება, ვიდრე ადამიანისთვის, რომელსაც ეს ცოდნა უკვე აქვს.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ის ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ მედიკამენტური მკურნალობა, ანუ ადამიანები ხშირად მედიკამენტების მიღებას იწყებენ თვითნებურად, სპეციალისტის გარეშე, რაც დაუშვებელია და მინდა გაგაფრთხილო, რომ როგორც მედიკამენტური მკურნალობის დაწყება, ისე შეწყვეტა, დაუშვებელია სპეციალისტის გარეშე და დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.
მჯერა, რომ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც ამ კურსს გაივლის, არ დასჭირდება მკურნალობის არც მეორე და, მით უმეტეს, არც მესამე საფეხურის გავლა, რადგან ამ კურსში სრულიად საკმარისი ინფორმაციაა მოცემული იმისათვის, რომ ისწავლო ყველაფერი, რაც შენი ფსიქიკური პრობლემებისგან განთავისუფლებაში დაგეხმარება. საჭიროა მხოლოდ შესაბამისად იყო განწყობილი, გჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია და დაიწყო ცოდნის გამოყენება, რომელსაც ამ კურსის ფარგლებში გაგიზიარებ.