ეს კურსი მიმართულია შფოთვითი აშლილობის მოგვარებაზე. დავიწყებ იმით, თუ რა არის შფოთვითი აშლილობა.
შფოთვითი აშლილობა სრულად მოგვარებადი პრობლემაა.
დავიწყოთ შედეგი რაღაცის გააზრებით: შფოთვითი აშლილობა არ არის დაავადება! ის არ არის გენეტიკური ხარვეზი და არც სხეულში არსებული ბიო ქიმიური დისბალანსის ბრალი. ის არ მოასწავებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ დაავადებას და მენტალურ პრობლემას. ის არის სხეულში დაგროვილი სტრესის გამოხატულება. ერთგვარად სტრესის სიმპტომია. შესაბამისად სრულად ექვემდებარება მკურნალობას. მთავარი ინსტრუმენტი მის მოსაგვარებლად კი თვითშემეცნებაა.
ამ ვიდეოში ავხსნი რატომ ვეძახი შფოთვითი აშლილობისგან განთავისუფლების პროცესს მკურნალობას, თუ კი ის არ არის დაავადება. და ასევე როგორ ვლინდება სტრესი და მისი სიმპტომები ჩვენს სხეულში.