/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
წარმოიდგინე, მეგობარი შენთან რომ მოსულიყო და შენთვის თავისი პრობლემები გაეზიარებინა, ზუსტად ის პრობლემები, რომლებიც ახლა შენ გაქვს. შეიძლება ეს ყოფილიყო შფოთვა, დარდი, სევდა, ბრაზი, პანიკური შეტევები, დეპრესია თუ სხვა. რას ეტყოდი მას? როგორი დამოკიდებულება გექნებოდა მისდამი?
გაკიცხავდი მას მისი ამ პრობლემების ქონის გამო? განსჯიდი? გააკრიტიკებდი? კარგი მეგობრები ასე არ იქცევიან. შენც, ალბათ, ასე კი არ მიუდგებოდი შენს მეგობარს, არამედ მის დამშვიდებას შეეცდებოდი. ეცდებოდი მისთვის გეჩვენებინა, რომ ეს პრობლემები არ არის არც მარადიული და არც ისეთი სანერვიულო, რომ დაისტრესოს. მას შენს გვერდში დგომას აგრძნობინებდი, არა?
სწორიც იქნებოდა. ასეთი მიდგომაა სწორი საკუთარ თავთან მიმართებაშიც. როცა ესა თუ ის პრობლემა გაქვს, შფოთავ, დეპრესიული პერიოდი გაქვს, სევდიანი ხარ ან პანიკური შეტევა გაქვს, ნუ განსჯი შენს თავს, ნუ გააკრიტიკებ. ისეთივე თანაგრძნობითა და სიყვარულით მიუდექი შენს თავს, როგორითაც შენს მეგობარს მიუდგებოდი. გააგონე მას კეთილგანწყობილი სიტყვები, ხომ გახსოვს, გონებაში გაელვებული პოზიტიური ფიქრებიც კი დადებითად აისახება ჩვენს ქცევასა და სხეულზე.