სტრესი-მოტივაცია-ტერორი.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

სტრესი ფუნქციაა. მოტივაციიდან ტერორამდე, სტრესი ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმია. ის არის ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებებზე, რომლებთანაც მორგება და შეგუება გვჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტრესი ის რეაქციაა, რომელსაც ორგანიზმი წარმოშობს მაშინ, როცა რთულ სიტუაციაში ვხვდებით. მაშინ, როდესაც გვიწევს ისეთი პრობლემის გადაჭრა, რომლის გადაჭრაც ჩვენი ფსიქიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებისთვის რთულია.

სტრესის ჰორმონები აუცილებელია ჩვენი არსებობისათვის. მაგალითად, მაშინ, როდესაც ჩვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღლა ადის, ჩვენს ორგანიზმში იწყება სტრესის ჰორმონების გამოყოფა, რათა მივხვდეთ რომ საჭიროა ტემპერატურის დაბლა დაწევა. ან როდესაც ორგანიზმი იფიტება და სასიცოცხლო ენერგია სჭირდება, იწყება სტრესის ჰორმონების გამოყოფა და ჩვენც გვიჩნდება შიმშილის გრძნობა. თუნდაც გაღვიძების მომენტში, რომ არა სტრესის ჰორმონები, ჩვენ ვერ შევძლებდით ძილის მდგომარეობიდან გამოსვლასა და გამოფხიზლებას. ანუ რომ არა სტრესის ჰორმონები ჩვენი ორგანიზმის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების ამოცნობას ვერ მოვახერხებდით, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრესის ჰორმონების ნორმალური რაოდენობა ორგანიზმისთვის აუცილებელია.

მაგრამ რა ხდება, როდესაც სტრესის ჰორმონების რაოდენობა აჭარბებს ნორმას? ან რა იწვევს მათ გადაჭარბებას? ჭარბმა სტრესმა შენს ორგანიზმში შესაძლოა იპოვოს გამოხატულება უკონტროლო ბრაზში, ზედმეტ ნერვიულობასა და ფიქრებში, შფოთვასა თუ პანიკურ შეტევებში. თუ შენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გიწევს მაღალი სტრესის პირობებში ყოფნა, შეიძლება შენმა ფსიქიკამ ამას ვერ გაუძლოს. მაგრამ ამ ვიდეოგაკვეთილით მინდა გასწავლო ის, რომ სტრესი არ უნდა აღიქვა ცალსახად ცუდ მოვლენად შენს ცხოვრებაში და რომ სინამდვილეში ის უფრო მეტად გეხმარება, ვიდრე ხელს გიშლის. ხელის შემშლელი კი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავის ნორმალურ დონეს გადააჭარბებს, პიკს მიაღწევს და ამ პიკურ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩება.