სწორი მოლოდინები.

სანამ ვიდეო კურსის ყურებას გააგრძელებ, მინდა სწორი მოლოდინები შეიქმნა. ეს საწყისების კურსია, და მისი დიზაინი ისეთია, რომ სწორი წარმოდგენა შეგიქმნას თუ რა არის თვითგამორკვევა და ფსიქოგანათლება.

ამ კურსში ვცდილობ მოგცე რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია, რომელზეც დაყრდნობით შენ გადადგამ შემდგომ ნაბიჯებს კარგად ყოფნისკენ. თუმცა ეს კურსი ამ ეტაპზე ინფორმაციის მოწოდებით არის დაკავებული. მინდა, რომ ამ კურსის ყველა გაკვეთილს ყურადღებით უყურო და ერთხელ ნახვის შემდეგ თავიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ კურსი თანმიმდევრულად არის დალაგებული, და მოიცავს დიდი რაოდენობის ინფორმაციას, შესაძლოა ერთი ყურებით ვერ მოახერხო ყველაფრის დამახსოვრება, რაც გამოგადგება. არ დაიძაბო. შენ ყოველთვის შეძლებ დაბრუნდე და თავიდან უყურო იმ გაკვეთილებს, რომლებიც გჭირდება და თავიდან გაიარო კურსი. კურსის ბოლოს იპოვი ინსტრუქციას, რომელიც აღწერს თუ რა გაკვეთილებზეა საჭირო ყურადღების გამახვილება, რომ ის ცოდნა, რაც იმ გაკვეთილებშია მოცემული, გამოიყენო შენს ცხოვრებაში. მინდა რომ გამოიყენო ეს შესაძლებლობა, და გაჰყვე კურსის ბოლოში მოცემულ ინსტრუქციას. ამით გამოგივა კურსის პრაქტიკაში გამოყენება, რაც, ჩემი აზრით აუცილებელია შენი კარგად გახდომისთვის.

მოკლედ არ დაიძაბო. გაჰყევი გაკვეთილებს, და დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა იყო განწყობილი და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს, ძალიან მალე შეამჩნევ შედეგს. წარმატებები!