/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
ამ ვიდეოგაკვეთილის თემა სხეულის რელაქსაციის სტრატეგიებია, თუმცა სანამ უშუალოდ ამ სტრატეგიებს გაგიზიარებ, მინდა წინა ვიდეოგაკვეთილებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ შეგახსენო.
პირველი არის იდეა ჩვენს სხეულში არსებული სტრესების წარმოსახვითი ჭურჭლის შესახებ. ალბათ გახსოვს, რომ ეს ჭურჭელი მთელ ჩვენს სტრესებს იტევს, მაგრამ თუკი ისე მოხდა, რომ სტრესის დონემ პიკს მიაღწია, იგი ჭურჭლიდან სხეულში „იღვრება“, რაც ისეთ მდგომარეობაში გვაგდებს, თითქოს ჩვენ რაიმე საფრთხეში ვართ და მუდამ ვეძებთ ამ საფრთხის გამართლების მიზეზს.
შეგახსენებ მთლიანობის იდეასაც, რომ სხეული, გონება და ქცევა ერთმანეთზეა გადაბმული და ეს კავშირი მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენ ამას შევხედავთ როგორც სტრატეგიას და პოზიტიურ ცვლილებას შევიტანთ, მაგალითად, ჩვენს ფიქრებში, ეს პოზიტიურად აისახება დანარჩენ ორ შრეზეც, სხეულსა და ქცევაზე.
ასევე მინდა შეგახსენო, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია და არა იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ესეც გონების ერთ-ერთი სტრატეგიაა განმუხტვისათვის. სხეულის განსამუხტად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. დილას და საღამოს 15-20 წუთი ვარჯიში შენთვის პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშებითა და გონების იმ სტრატეგიების გამოყენებით, რომლებიც გასწავლე, შენ შეძლებ შენი სხეულის განმუხტვას, შენში არსებული სტრესის დონის შემცირებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს შფოთის შემცირებასაც.