/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}
წინა ვიდეოგაკვეთილებიდან შენ უკვე იცი, რომ შენს სხეულს აქვს პოტენციალი მასში არსებული სტრესის ჭურჭლის დაცლისა. და ამ სტრესებისგან დაცლა ამა თუ იმ აქტივობებით შესაძლებელია იმის მიუხედავად, თუ რა ფაქტორებით არიან გამოწვეული. ეს აქტივობები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, თანაბრად ეფექტურად გამოდგება ყველასათვის. ანუ, მაგალითად, იმის ცოდნა, რომ პანიკური შეტევით სიკვდილი გამორიცხულია, უნივერსალური დახმარების საშუალებაა ყველასთვის. ასევე იდეა, რომ ჯობია კონცენტრირება იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა, არის უნივერსალური სტრატეგია სტრესის დონის შესამცირებლად. ანუ, ჩემ მიერ თქვენთვის გაზიარებული ეს იდეები თუ სტრატეგიები, რომლებიც მიმართული იყო ქცევაში, სხეულსა და გონებაში ცვლილებების შეტანაზე, უნივერსალურია ყველასათვის, ვის სხეულშიც დაგროვდა საკმარისზე მეტი რაოდენობის სტრესი. მაგრამ, ასევე, ინდივიდუალურიც არის, რადგან საჭიროა ამ ყველაფრის გაკეთება ინდივიდუალურად.
ამ ვიდეოგაკვეთილის მთავარი თემა ინდივიდუალური სტრესორებია. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ინდივიდუალური სტრესორები. ანუ ის გამოცდილებები, რომლებიც ჩვენს ჭურჭელში სტრესის ნაკადის მომატებას იწვევს. ამ ტიპის სტრესორები გონებიდან გამომდინარეობს. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვაგვარად უდგება იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც გონებასთანაა კავშირში. მიჩნეულია, რომ ჩვენი ტრავმების უდიდესი ნაწილი შვიდ წლამდე ასაკშია მიღებული და ამ პერიოდში მიღებული გამოცდილებები ხშირად გავლენას ახდენს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.
ბავშვობაში მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, შეიძლება მცდარი წარმოდგენა ან შეხედულება გვქონდეს რამეზე. მაგალითად, თუ ბავშვობაში უსამართლობას ხშირად ვაწყდებოდით, შეიძლება ცხოვრებასა და ადამიანებს უსამართლოებად აღვიქვამდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე.
ძირითადად, ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენი დასკვნები, დებულებები, მოლოდინები, შეხედულებები, რწმენები გამომდინარეობს სწორედ ბავშვობის გამოცდილებებიდან და ხშირად მათ გამო აწმყოში მიმდინარე პროცესებსაც სხვაგვარად, იმ ბავშვის თვალით აღვიქვამთ, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. სწორედ ამისთვისაა საჭირო თვითგამორკვევის პროცესის დაწყება. იმ პროცესისა, რომელსაც შენ უკვე გადიხარ ამ კურსის გავლის მეშვეობით. რადგან ფსიქოგანათლებაც, რასაც ეს კურსი ემსახურება, ნაწილია თვითგამორკვევისა. ჩვენ გვჭირდება გვქონდეს წვდომა ამ საკითხებზე. გვჭირდება გაანალიზება იმისა, თუ საიდან მოდის ჩვენი ესა თუ ის დასკვნა, მოლოდინი, შეხედულება თუ რწმენა. თუმცა ეს ვიდეოგაკვეთილი ამ ყველაფრის აღმოსაჩენად და გასააზრებლად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი.