ქმედების აქტივიზაცია.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილში მოგიყვები იმ უნარის შესახებ, რომელიც ჩვენი ნების შიგნით არსებობს.

ალბათ გახსოვს სხეულის, გონებისა და ქცევის ურთიერთკავშირზე რომ გესაუბრებოდი. ამის გარდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არსებობს მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი თავისუფალი ნება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ცვლილების შეტანა შეგვიძლია როგორც ჩვენს ფიზიოლოგიაში, ისე გონებასა და ქცევაში.

ამ კონცეფციის უკეთ გასააზრებლად დეპრესიის მაგალითს მოგიყვან. დავუშვათ, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანი იმდენად ცუდადაა, რომ ლოგინიდან ადგომაც არ შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა აქტივობების კეთების ან თუნდაც თერაპევტთან ვიზიტის სურვილზე. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე ქმედების აქტივიზაციის იდეა.

ფსიქოლოგი თავად დეპრესიაში მყოფს ან მის ოჯახის წევრებს ურჩევს, რომ საწყის ეტაპზე იმ ქმედების განხორციელებაა საჭირო, რომელიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ლოგინიდან წამოდგომა. ამის შემდეგ ფსიქოლოგი ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყებდა დეპრესიაში მყოფი ადამიანის ფიზიოლოგიაში, ქცევასა და გონებაზე ცვლილებების შეტანას.

ქმედების აქტივიზაციის იდეა გამოგვადგება პანიკური შეტევის დროსაც. თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვეტყვით დაწყნარდიო, ამით მას ვერ დავეხმარებით, რადგან ამ გზით შეუძლებელია მისი დახმარება. მაგრამ თუ კი მას ვეტყვით, რომ ჯერ სუნთქვაში შეიტანოს ცვლილება, შემდეგ სხეულის მოდუნება სცადოს, ბოლოს კი ფიქრებამდეც მივიდეს და ირგვლივ არსებულ საგნებს დააკვირდეს, ეს მას ნამდვილად დაეხმარება, რადგან იგი ამ ყველაფრის ნაბიჯ-ნაბიჯ კეთებით მიმდინარე მომენტს დაუბრუნდება, რაც იქნება კიდეც მისთვის ხსნა პანიკური შეტევისგან.

ქმედების აქტივიზაციის იდეა დაგეხმარება, თუნდაც, იმ სავარჯიშოების კეთებაში, რომლებიც წინა ვიდეოგაკვეთილებში გაგიზიარე. მაგალითად, შენ შეგიძლია  დილას და საღამოს, საწყის ეტაპზე, ვარჯიშს 5 წუთი დაუთმო და 20 წუთამდე ეტაპობრივად გაზარდო. თვითშემეცნებისა და თვითგამორკვევის გზაზე, ან, ზოგადად, ცხოვრებაში ქმედების აქტივიზაციის საშუალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ სვლით, შენ შეძლებ სტაბილურად და დამაჯერებლად გაიარო ნებისმიერი გზა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.