ღელვა, დარდი და ნერვიულობა.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ამ ვიდეოგაკვეთილში ნერვიულობაზე ვსაუბრობ.

ადამიანებს გვახასიათებს ნერვიულობა არამხოლოდ სერიოზულ, არამედ უმნიშვნელო საკითხებზეც. დარწმუნებული ვარ ამის უამრავი მაგალითის გახსენება შეგიძლია. შენ უამრავჯერ გინერვიულია იმაზე, რაზეც შემდეგ გაგცინებია კიდეც და მიმხვდარხარ, რომ ნერვიულობად საერთოდ არ ღირდა. მაგრამ ხშირად გიწევს ისეთ საკითხებზე ნერვიულობა, რაზეც შეიძლება დღესაც ფიქრობდე, რომ ნერვიულობა ღირს. რომ ნერვიულობის გარეშე შენ ვერ შეასრულებდი ამა თუ იმ ამოცანას. რომ ნერვიულობა გეხმარება იმაში, რომ გზა განაგრძო და განვითარდე.

მინდა გითხრა, რომ ეს ასე არ არის. თუკი ჩვენთვის სხეულში სტრესის ნორმალური რაოდენობა საჭიროა და შიშის განცდა ზომიერად გვჭირდება, ნერვიულობის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ნერვიულობა ჩვენთვის არასდროს არის ხელისშემწყობი ფაქტორი. იგი არათუ გვეხმარება, არამედ სხეულში უბრალოდ სტრესის დონეს გვიმატებს. და თუ ადრე რაზეც ნერვიულობდი, ის პრობლემები დღეს გადაჭრილი გაქვს, ეს სულაც არ არის იმის დამსახურება, რომ შენ მათზე ნერვიულობდი, არამედ შენ შენი ქმედებით მოაგვარე ის პრობლემები. ასე რომ, ამ ვიდეოგაკვეთილში ჩემი მიზანია დაგეხმარო ამის დანახვაში და დღეიდან მინდა ყოველთვის, როდესაც რამეზე ნერვიულობა აგიტაცებს, აქტიურად გაიხსენო, რომ ნერვიულობა არაფერში გჭირდება, იგი არ გეხმარება, მხოლოდ სტრესს გიმატებს და თუ ამას მომავალში მართლაც აქტიურად გაიხსენებ, ისწავლი, როგორ მოაგვარო პრობლემები ნერვიულობის გარეშე. რაც დაგეხმარება როგორც პრობლემების უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში, ისე შენს სხეულში არსებული სტრესის ჭურჭელში სტრესის დონის დარეგულირებაში.