შემაჯამებელი გაკვეთილი.

კურსის დასასრულს, ვიმედოვნებ, რომ ამ ვიდეოგაკვეთილების მოსმენის შემდეგ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულადაც გამოიყენებ რეალურ ცხოვრებაში.

მინდა გთხოვო, რომ დასრულების შემდეგ დაუბრუნდე ამ ვიდეო კურსს, და შენს ტემპში გაიარო ის თავიდან. მინდა, რომ გაითავისო და უკეთ გაიაზრო თითოეული თემა და შემდეგ გამოიყენო ეს ცოდნა პრაქტიკაში. ცხოვრებაში დააკვირდე და გამოიყენო ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც გაგიზიარე.

თვითგამორკვევის გზაზე მნიშვნელოვანია რეალური ქმედება. რამდენიც არ უნდა ისწავლო და რამდენი ინფორმაციაც არ უნდა მიიღო, მას ფასი არ აქვს, სანამ არ გამოიყენებ რეალურ ცხოვრებაში, რეალურ მომენტებში. სწავლის საუკეთესო გზაა პრაქტიკა. როგორც ცურვას ვერ ისწავლი მხოლოდ თეორიული ცოდნით, და წყალში ჩასვლა და მოძრაობაა საჭირო, ასევე ვერ გაიგებ რა და როგორ გემართება, სანამ არ დაგემართება და შენ მას იმ მომენტში არ შეამჩნევ.

მე კი გისურვებ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ ეს ცოდნა და მისი გამოყენება გაგხდის კარგად და შეცვლის შენს ახლანდელ მდგომარეობას ძალიან მალე.

ჩემი დახმარება კი რამდენიმე გზით შეგიძლია:

  • შენი აზრის დაფიქსირებით – მომწერე თუ რას ფიქრობ ამ კურსის შესახებ. რა მოგეწონა და რა – არა, რის შეცვლას ან გაუმჯობესებას ისურვებდი და ვეცდები გავითვალისწინო.
  • ჩვენს ვებ-გვერდზე ობიექტური შეფასების დაწერით;
  • ნებაყოფლობითი დონაციით რაც გულისხმობს ფინანსურ დახმარებას;

წარმატებებს გისურვებ!