3 კითხვა შიშისგან განსათავისუფლებლად.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

ვაგრძელებ შიშზე საუბარს.

შიშს სამი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს.

პირველი პირობა იმისათვის, რომ რამის შეგეშინდეს, არის ის, რომ შენმა გონებამ უნდა დაიჯეროს, რომ შენს წინაშე ისეთი რამ არის, რაც საფრთხეს წარმოადგენს შენთვის, ან შენთვის ძვირფასი ადამიანებისათვის.

მეორე პირობა, რომ რამის შეგეშინდეს არის ის, რომ რამეს საშიშად აღიქვამდე მიმდინარე მომენტში, აწმყოში, აქ და ახლა. ფიქრობდე, რომ სწორედ ახლაა ის მომენტი, როდესაც რაღაც ცუდი ხდება.

მესამე პირობა იმისათვის, რომ შეგეშინდეს არის ის, რომ შენ უნდა მიგაჩნდეს, რომ არ გაგაჩნია საკმარისი ძალა, რესურსი ამ საფრთხესთან გასამკლავებლად, მოსაგერიებლად.

მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენ გვეშინია მაშინაც, როდესაც ამ სამი პირობიდან ყველა არ არის დაკმაყოფილებული.  მაგალითად შეიძლება გვეშინოდეს რამის, რაც ახლა, მიმდინარე მომენტში  საერთოდ არ წარმოადგენდეს ჩვენთვის საფრთხეს. ან შეიძლება, რომ გვქონდეს რესურსი რამე საფრთხესთან გასამკლავებლად, მაგრამ ჩვენ მაინც გვეშინოდეს. ამიტომაც, შენ შეგიძლია, ყოველთვის, როდესაც იგრძნობ, რომ რამის გეშინია, შენ თავს სამი შეკითხვა დაუსვა და გაიგო, საფუძვლიანია შენი შიში თუ არა.

ეს სამი კითხვა კი შემდეგია:

არის თუ არა ახლა რამე საფრთხე და თუ არის, ზუსტად რა სახის საფრთხეა? (აღწერე შეძლებისდაგვარად დეტალურად).

არის თუ არა ეს საფრთხე მიმდინარე მომენტში?

გაქვს თუ არა რესურსი ამ საფრთხესთან გასამკლავებლად?

თუკი პირველივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი გექნება, ანუ ვერ შეძლებ საფრთხის აღწერას, ეს ნიშნავს, რომ საფრთხე არ არის რეალური, რაც შფოთს შეგიმცირებს, ან გაგიქრობს. ასევე მეორე კითხვის დასმისას, თუ შენ გააცნობიერებ, რომ საფრთხე რეალურად არც არსებობს მიმდინარე მომენტში, შენი შფოთი გაქრება. ან თუკი  მესამე კითხვის დასმის შემდეგ დაინახავ, რომ რეალურად გაქვს ამ საფრთხესთან გამკლავების შესაძლებლობა, ესეც დაგეხმარება შფოთის მოშორებაში.

სულ ეს არის ის, რასაც შეუძლია რეალური დახმარება გაგიწიოს და თუკი ყოველ ჯერზე, როდესაც შიში დაგეუფლება, შენს თავს ამ სამ კითხვას დაუსვამ, შეძლებ გაიგო, მართლა არის რამე საშიშროება შენს წინაშე თუ ეს უბრალოდ შენი გონებაა, რომელიც საფრთხის ილუზიას გიქმნის.