კარგ დღეს გისურვებ.
რა სხვაობაა პირდაპირობასა და გულახდილობას შორის?
გიფიქრია ამაზე?
ბევრი ადამიანი პირდაპირობასაც ვერ ბედავს, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში პირდაპირობა, მეტ ნაკლებად, მიუღებელი სულაც არ არის. პირიქით, შეიძლება ადამიანმა იამაყოს და თქვას – “მე პირდაპირ, სახეში ვიცი თქმა”
და თითქოს არასწორი სულაც არ არის. პირდაპირი ადამიანიაო ვიტყვით ხოლმე. რაღაც გაგებით პირდაპირობა სასარგებლოსავით არის. აბა ის ადამიანი, ვინც მიკიბ მოკიბავს ხოლმე, არ მოგვწონს.
და მეც, ლევან ბახია, ჩემს თავზე სულ ვიძახდი, რომ პირდაპირი ვარ. თუნდაც ამის გამო უხეშად ჩამთვალონ ან მომერიდონ, მაგრამ პირდაპირობა მერჩივნა ყოველთვის ვიდრე ირიბი საუბრები.
და უცებ წინათ დავფიქრდი.
კი მაგრამ, რაღაც არ არის ამაში კარგი.
დავფიქრდი, რით არის შეფუთული ეს სიტყვა, რატომ მიიჩნევა მისაღებად? რატომ ჯობია პირდაპირი ადამიანი მატყუარას და ფლიდს, ან იმას ვინც დიპლომატიურად უვლის ხოლმე წრეებს?
რაღაც ხომ არის?
და უცებ მივხვდი რომ პირდაპირობა თითქოს არეული გვაქვს გულახდილობაში.
ანუ პირდაპირობა კარგი იმიტომ არის, რომ გულახდილია.
ჰოდა აქ მივხვდი რომ პრობლემაა. პირდაპირი ადამიანი სულაც არ არის გულახდილი. და გულახდილი ადამიანი შესაძლოა არ იყოს პირდაპირი. პირდაპირი ნათქვამი რა მიზანს მოიცავს? პირდაპირობაში ძალადობაა. პირდაპირობაში მიზანია. მაგალითად, თუ მე პირდაპირ გეუბნები, რომ შენ ასე და ასე მოიქეცი, და თითქოს ამ პირდაპირობით შენზე ვზრუნავ. მაგრამ სინამდვილეში ამ პირდაპირობით ადამიანი მაინც თავისას ცდილობს მიაღწიოს, უბრალოდ პირდაპირ. ხოლო მეორე ადამიანი მიკიბ მოკიბვით იმავეს აკეთებს – თავისას ცდილობს, რომ მიაღწიოს.
გამოდის, რომ პირდაპირიც და მიკიბ-მომკიბველიც, ორივე თავის ფარული მიზნის უკან იმალება. არცერთი არ არის გულახდილი. პირდაპირიც ცრუობს თავის მიზანში, და უბრალოდ თავს გულახდილად ასაღებს.
მაგრამ გულახდილობა სულ სხვა რამეა.
გულახდილობა ძნელია. იმიტომ რომ თუ გულახდილი იქნებოდი, შენ შეძლებდი შენი მოწყვლადი და სუსტი მხარეები გაგეზიარებინა. გულახდილი იქნებოდა ადამიანი, რომელიც თუნდაც პირდაპირ ან ირიბად ახერხებს, რომ თავისი შიშები და დარდები, თავისი სუსტი მხარეები გააზიაროს. როდესაც ეწყინა გულახდილს, იმაზე კი არ საუბრობს მხოლოდ, რომ ეწყინა, არამედ ამ წყენამ შეაშინა, გული აუჩქარა, რომ სუსტია და ეშინია შინაგანი სამყარო გამოაჩინოს.
ჩვენ ძალიან გვეშინია დავანახოთ ჩვენი ნამდვილი სახე ადამიანებს. და იმისათვის, რომ დავფაროთ, ზოგი ჩუმად ვართ, ზოგი მიკიბ მოკიბვით ვლაპარაკობთ, ზოგი ირიბად და ზოგი პირდაპირ. მაგრამ ყველა ეს ვერსია უბრალოდ ნამდვილ, ღრმა გულისტკივილს მალავს.
და პირდაპირი ადამიანი ორმაგად მალავს.
მე ჩემს თავზე მივხვდი ამას. ჩემი პირდაპირობა გამოვიყენე ამდენი წელი, ისე რომ ეჭვიც არ შემპარვია, რომ სინამდვილეში, როდესაც სხვას პირდაპირ მივუთითებ თავის ნაკლზე ან შეცდომაზე, იმას კი არ ვუსვამ ხაზს, მისმა ნაკლმა ან შეცდომამ ჩემზე როგორი გავლენა იქონია, მე როგორ მეტკინა, მე როგორც შევშინდი, როგორ ვიტირე ან როგორი იყო ჩემთვის, არამედ უბრალოდ სხვას მივუთითებდი ხოლმე.
ახლა კი ვიცი, განა დიდი ხანია, რამდენიმე კვირაა, ვიცი რომ არ არის საშიში შინაგანი სამყაროს გადაშლა. საკუთარი შიშებისა და ფიქრების გაზიარება. იმ დარდის გამოხატვა, რომელიც სხვისმა საქციელმა გამოიწვია.
არ არის საჭირო პირდაპირობით გადავფარო სინამდვილეში როგორი შეშინებული ბავშვიც ცხოვრობს ჩემს შიგნით, რომელიც ცდილობს სიყვარული და სითბო არ დაკარგოს.
მოკლედ, თუ რამე ამ წერილიდან შეგიძლიათ გამოიტანოთ, შეიძლება კარგად ვერც ავხსენი, მაგრამ აი დილას გამეღვიძა, ნისლია ჩემთან და სევდა მომაწვა, დავინახე როგორი სუსტი და საყვარელი ბავშვიც ცხოვრობს ჩემს შიგნით, რომელსაც წერილის წერა მოუნდა, რომ სხვებისგან მიიღოს აღიარება და თანადგომა. თქვენი პასუხები მიდასტურებს ხოლმე, რომ მარტო არ ვარ.
ყველას გვეშინია ამ მარტოობის და გარიყვის.
კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ. გულახდილები იყავით ან პირდაპირები. როგორ ფიქრობთ მოახერხებთ ადრე თუ გვიან ნებისწერაზე დასწრებას? აპირებთ? თუ უბრალოდ გამოიწერეთ და ეს წერილებიც მოგდით, მაგრამ ძალისხმევას არ ხარჯავთ, რომ მოახერხოთ და დაესწროთ ჩვენს კურსს?
აი ქვემოთ ღილაკებია, დააჭირეთ და მე დავინახავ თქვენს პასუხს. ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა.
1. არა, არ მაინტერესებს, უბრალოდ უფასო მასალა რაც არის მხოლოდ ის მაინტერესებს
2. კი მინდა მაგრამ არა მგონია შევძლო, მე ფასის გადახდის რეალობა არ მაქვს და არც მგონია მალე მქონდეს.
3.მინდა და შევაგროვებ თანხას და უახლოეს 3-6 თვეში აუცილებლად ვაპირებ დავესწრო ნებისწერას
4. 100% გადაწყვეტილი მაქვს და მალე დავესწრები
ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?
ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის