გასპარტაკება. 2023-10-22 21:31:06

გახსოვს სპარტაკი?   
სპარტაკი იყო მონა, და მისთვის, როგორც მონისთვის დანაშაული იყო თავისუფლების წყურვილი.  სწორედ ამიტომ ის გაწირეს, დასაჯეს, და გააკრეს ბოძზე.
დააკვირდით მოდელს, დამნაშავე მხოლოდ იმიტომ არის, რომ ის მონაა. თორემ, რომ არ ყოფილიყო უმნიშვნელო მონა, მაშინ მისი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო თავისუფალი, არ იქნებოდა დანაშაული.  
დააკვირდით კარგად.  რომ ასე ექცევით თქვენც თქვენს საყვარელ ადამიანებს.
ასე გექცევიან ისინიც შენ.
რა გაგებით?
ახლავე აგიხსნით.
როდესაც მეორე ადამიანს ბრალს ვდებთ, რომ ის ისე მოიქცა ან არ მოიქცა, როგორც ჩვენ გვინდოდა და ველოდით, ვამბობთ რომ მისი მიზეზები და გამოწვევები და ემოციები არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენს გრძნობებთან და განცდებთან შედარებით.  და შესაბამისად ის მეორე დამნაშავეა, თუკი მის გრძნობებს და მდგომარეობას არ გავითვალისწინებთ.
აი მაგალითად, დედა და შვილი.  დედა ეუბნება შვილს, რომ რატომ არ მოინახულა მან იმდენჯერ, რამდენჯერაც დედას უნდოდა.  რომ შვილი დამნაშავე და უყურადღებოა.  თუმცა შვილი შესაძლოა უკვე 18 წელზე მეტია, ზოგჯერ 30-საც არის ან 50-საც.  და მას აქვს თავისი ცხოვრება, განცდები და გამოწვევები.  მას შესაძლოა უყვარს მშობელი, მაგრამ სიტყვაზე ახალგაზრდაა და ყოველი დღე სავსეა ემოციებით, და ვერ ახერხებს, ვერ ამბობს უარს იმაზე, რაც ძალიან უნდა.  მაგრამ ის დამნაშავეა, იმიტომ რომ დედასთვის შვილის ეს სამყარო უხილავია, და შესაბამისად რაც უხილავია, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო დედასთვის თავისი განცდები ხილული და პირდაპირია და იცის როგორ მოენატრა, რამხელა ამაგი ჩადო შვილში, როგორ ელოდა, როგორ შეეჩვია მას პატარაობაში.  ჰოდა შვილს როცა ბრალს სდებს, ან უბრალოდ მისგან სწყინს, ის უბრალოდ აუფასურებს შვილის რეალობის მნიშვნელოვნებას და ავალდებულებს მას.
იმავეს აკეთებს შვილი დედასთან,როდესაც ამბობს რომ შეაწუხა მშობელმა.  შვილიც ვერ ხედავს მშობლის განცდებს, და მხოლოდ თავისი იცის.  “რით ვერ გაიგო…” ფიქრობს ის, და ვერ ხვდება, რომ ბრალს მხოლოდ იმიტომ დებს, რომ მნიშვნელოვანი არაა სხვისი სამყარო.
წყვილშიც ასეა.  რატომ არ მომაქციე ყურადღება, ეტყვის ერთი მეორეს.  მეორე კი შესაძლოა თავის პრობლემებში იყო.  მაგრამ პირველს ეს არ ესმის, ამიტომ უმნიშვნელოდ თვლის მის მიზეზებს და მთავარია, რომ არ მიაქცია ყურადღება.
მეგობრებშიც. კოლეგებშიც. პოლიტიკაშიც და ომებშიც ასეა.
ერთი მხარე ვერ აღიქვამს მეორე მხარის განცდებს.  და რადგან ვერ აღიქვამს, ვერც მნიშვნელოვნებას ვერ ანიჭებს.
ხოლო, ხომ გახსოვთ სპარტაკი?  სპარტაკიც დამნაშავე მხოლოდ იმიტომ იყო, რომ უმნიშვნელო იყო.  შენი შვილის, საყვარელი ადამიანის, მშობლის, კოლეგის ან თუნდაც მტრის სამყარო რომ გაითვალისწინო ქრისტესავით იტყვი – მიუტევ, არ იციან რას მიშვებიანო.  არც თქვენ იაზრებთ, რას უშვრებით თქვენს საყვარელ ადამიანებს.  და ამიტომ დამნაშავე არავინ არ არის.  მაგრამ ამას ღრმა ჩახედვა და გაგება უნდა, ასე ერთი წერილით არ გამოვა.
ასე რომ მომავალში როცა ახლობელ ადამიანზე ან უცხოზე გაბრაზებას გადაწყვეტთ, იცოდეთ რომ დანაშაული მხოლოდ ის არის, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაგაზიანებთ, მოგპარავთ, ან გზას გადაგიღობავთ და დაგაბამთ, ან თუ განზრახ შეცდომაში შეგიყვანთ, რომ ზიანი მოგაყენოთ.  ყველაფერი სხვა, უბრალოდ მეორე ადამიანის სამყაროში არსებული შიშებისა და თავდაუჯერებლობის ბრალია, მან ირეაგირა, მან ვერ დაინახა შენი სამყარო და შენ ვერ დაინახე მისი.
ამიტომ ისწავლეთ არა პატიება, არამედ დანახვა, რომ საპატიებელი არც არაფერი ჰქონდა და მითუმეტეს დასასჯელი.
როცა დასჯას, შურისძიებას და ჭკუის სწავლებას დავამთავრებთ, ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.
და ეს მხოლოდ ერთი მცირედი ნაწილია იმისა, რასაც ნებისწერაზე ვიაზრებთ.
თუ გსურთ, რომ ისწავლოთ ეს საოცარი იდეა – ნებისწერა – დაესწარით ჩვენს ვებინარებს და ბოლოში იქნება სარეგისტრაციო ფორმა.  ფასი იაფი არ არის, მაგრამ ხომ გახსოვთ, ონლაინ ვერსიაც გავუშვით, და ხელმისაწვდომია მეტისათვის.
მოგვწერეთ, თუ რამე.

სხვა პოსტები:::

ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY ღილაკს – დაიწყე წერტილის აღება

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დრო რომელსაც რეკლამის ყურებაში დავახარჯინებდი ადამიანს ღირებული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო მიზანი.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

ნებისწერა ტელევიზიებში

რამდენიმე გადაცემასიც ვისაუბრე ნებისწერაზე. აქ შეგიძლიათ იხილოდ ჩანაწერები. აქაც ვხსნი და უფრო ნეთელი შეიძლება მოეფინოს რა არის ნებისწერა ჯამში თუკი დაგაინტერესა:

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რას ამბობენ მონაწილეები

ეს ორი ვიდეო არის ნამდვილი უკუკავშირი მონაწილეებისგან. და კიდევ ემატება. მიხარია ხოლმე მათი მოსმენა და ალბათ მაჯერებს, რომ მნიშვნელოვანია მეტ ადამიანს მივწვდე ამ თამაშით. ვნახოთ რა გამოვა, მაგრამ აქამდე რა გამოვიდა – ამ ვიდოებში კარგად ჩანს.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამა [ რობოტი ქალაქში ]

ეს რეკლამა გადავიღეთ. რომ ვთქვა ამით რამე განსაკუთრებული სარეკლამო შედეგი მივიღეთ, არ იქნება სიმართლე. მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს რგოლი და გამოხატავს რაღაცას ალბათ, რაც ნებისწერასთან კავშირშია.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

როგორ მიმდინარეობს თამაში?

თუ გინდა წარმოიდგინო, როგორ მიმდინარეობს თამაში და ნებისწერის პროცესი, ამ ამონარიდში კარგად ჩანს. მართალია ეს ვიდეო ვებინარის ნაწილია, სადაც ვთავაზობ კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ აზრი მაინც ნათლად არის გადმოცემული. ნახე ვიდეო და უკეთ წარმოიდგენ ნებისწერას.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

ყველა ვებინარი, რომელიც ჩავწერე, აქ ავტვირთე.

ვებინარების დანიშნულება გაყიდვა არის. იყო როცა მათ ვწერდი. თუმცა მაინც საინტერესოდ გამოვიდ. ყველა მათგანში არ დამინანია და ჩემი ცოდა გულით გავაზიარე. ზოგში მეორდება თემა, ზოგში არა, ან სხვა კუთხიდან არის. მოკლედ თუ დაგიანტერესებს, ყველას ყურება საინტერესო იქნება. ნახე, როგორი ფორმით ვცდილობდი, რომ წარმედგინა მომხმარებლისათვის ნებისწერა.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

პირველი ლექცია

ეს ჩანაწერი ასახავს პირველ ლექციას, ან მეორეს. პირველად, როდესაც ჯგუფი მოვიდა და ნებისწერაზე ვესაუბრე. საინტერესოა, მეც უნდა ვუყურო. ასე იბადებოდა ნებისწერა. ჯერ სულ სულ ჩანასახშია. იდეას უკვე სხვებს ვუზიარებ. მაგრამ რა თქმა უნდა მეც ჯერ ბევრი სასწავლი მაქვს, მაგრამ ეს ჩატარებული ლექციები სწორედ იმიტომ იყო აუცილებელი, რომ მეც გავრკვეულიყავი რას

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

მამუკა გურულთან

ქალების პოდკასტების შემდეგ, მამუკა გურულთან ვიყავი სტუმრად და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აქაც ჯერ ვცდილობ სისტმეაში მოვიყვანო ეს იდეა. თან ვსაუბრობ და თან ვსწავლობ. ნებისწერა პრაქტიკულად ყალიბდება. ვიხსენებ ახლა, რომ ცოტა ხანში ამ მომენტიდან ნებისწერა უკვე პირვლე ტრეინინგებს შეუდგება.

გააგრძელე კითხვა