პრაქტიკული. 2023-12-19 08:00:15

რას ფიქრობ, როგორი დღე გექნება?
დაწერე, რა შიშები გაქვს, რა დარდები და რა მოლოდინები დღევანდელი დღისგან.  რომ საუკეთესო დღე იყოს შენს მოლოდინში, ყველაფერ საუკეთესოზეც გეშინია, რომ რაღაც ისე არ მოხდეს? რისი? ან იქნებ პირიქით მძიმე დღე იყოს.
მას მერე, რაც აღწერ რა მოლოდინიც გაქვს, შენს თავს უთხარი: თუ არ იქნებოდა ასე, თუ არ იქნებოდა ის შიში და დარდი, რომlლის მოლოდინიც გაქვს რომ იქნება, მაშინ…
როგორი მოგეწონებოდა რომ დღევანდელი დღე იყოს.
აღწერე დღევანდელი დღე შენი სრული გულახდილი სურვილით, როგორი გენდომებოდა რომ იყოს.  არ დაიზარო, და არც თავი შეიზღუდო, რადგან არ გჯერა რომ შენს ხელშია.  შენგან რა მიდის. იოცნებე, იფანტაზიორე.  შეზღუდვებს მიღმა.
მერე დაფიქრდი.  რა არის შენში ისეთი თვისება, ხასიათი ან მიდგომა ან რომელი ფიქრი გაქვს დღეს შინაგანი, რომელი განწყობა, რომელი შინაგანი ფაქტორი, რომელიც გაშორებს ამ აღწერილი დღისგან, ისეთი რომ იყოს როგორც მოგეწონებოდა.  რა გიშლის ხელს.  რა უნდა შეცვალო შენი აზრით შენში, რომ დღე სულაც არ იყოს ისეთი როგორი მოლოდინიც გაქვს არამედ ისეთი როგორიც მოგეწონებოდა.
და მერე ბოლო რამ დაწერე.  თუკი ისეთი იქნებოდა დღევანდელი დღე, შენს გულს რომ ეამებოდა, როგორიც აღწერე ზემოთ, მაშინ შენს თავზე რას იტყოდი?  როგორი ხარ?  შემდგარი? სრულყოფილი? პოზიტიური? ჰარმონიული? ბედნიერი? სავსე? წარმატებული? თავდაჯერებული? მშვიდი? ან რა სიტყვაც მოგივა თავში. შენს თავს როგორ შეაფასებდი, თუკი დღევანდელი დღის რეალობა იქნებოდა ისეთი, როგორიც მოგეწონებოდა.  
დაწერე ეს ყოველივე დღეს, და ყოველ დილას.  მე ნუ მომწერ, შენთვის დაწერე.
და ნახე რა მოხდება.
და თუ მოხდება ის რაც დაწერე, უბრალოდ ადექი და ფეისბუქზე გააზიარე, ინსტაგრამზე დაგვთაგე.  აღნიშნე სადმე სოც. მედიაში, რომ ამ პატარა რჩევამ, სულ ერთ წერილში რომ ჩაეტია, რამდენი მოგცა.  იმიტომ რომ ვიცი-ბევრს მოგცემს.
და ყოველ დღე ქენი ეს, ან იმ დღეებში ძალიან რომ გიჭირს.
ასეთ და სხვა უამრავ მიდგომას სწავლობ, როდესაც სწავლობ ნებისწერას. ეს ზღვაში წვეთია.
იმედია გამოგადგება ეს ერთი წვეთი ნებისწერიდან.
ასევე გამოგადგება ახალი ვებინარი, რომელსაც არ დასწრებიხარ როგორც სისტემა მიჩვენებს. ამ ვებინარზე არა მხოლოდ ნებისწერაზე ვსაუბრობ არამედ პრაქტიკულ სავარჯიშოსაც აკეთებ.
ახალ ვებინარზე დასასწრებად გაიარე რეგისტრაცია და არ გამოტოვო, დრო რომ მოვა, შემოდი და დაესწარი.  2 საათიანი კი გამოვიდა მაგრამ ყველამ, ვინც გაიარა, ძალიან მოეწონა აღმოჩენა საკუთარ თავზე.
შედი:  https://nebiswera.ge/practical
დარეგისტრირდი პრაქტიკულ ვებინარზე.

სხვა პოსტები:::

ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის

გააგრძელე კითხვა
ყველა
hello@nebiswera.ge Bakhia

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY ღილაკს – დაიწყე წერტილის აღება

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ დრო რომელსაც რეკლამის ყურებაში დავახარჯინებდი ადამიანს ღირებული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო მიზანი.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

ნებისწერა ტელევიზიებში

რამდენიმე გადაცემასიც ვისაუბრე ნებისწერაზე. აქ შეგიძლიათ იხილოდ ჩანაწერები. აქაც ვხსნი და უფრო ნეთელი შეიძლება მოეფინოს რა არის ნებისწერა ჯამში თუკი დაგაინტერესა:

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რას ამბობენ მონაწილეები

ეს ორი ვიდეო არის ნამდვილი უკუკავშირი მონაწილეებისგან. და კიდევ ემატება. მიხარია ხოლმე მათი მოსმენა და ალბათ მაჯერებს, რომ მნიშვნელოვანია მეტ ადამიანს მივწვდე ამ თამაშით. ვნახოთ რა გამოვა, მაგრამ აქამდე რა გამოვიდა – ამ ვიდოებში კარგად ჩანს.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

რეკლამა [ რობოტი ქალაქში ]

ეს რეკლამა გადავიღეთ. რომ ვთქვა ამით რამე განსაკუთრებული სარეკლამო შედეგი მივიღეთ, არ იქნება სიმართლე. მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს რგოლი და გამოხატავს რაღაცას ალბათ, რაც ნებისწერასთან კავშირშია.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

როგორ მიმდინარეობს თამაში?

თუ გინდა წარმოიდგინო, როგორ მიმდინარეობს თამაში და ნებისწერის პროცესი, ამ ამონარიდში კარგად ჩანს. მართალია ეს ვიდეო ვებინარის ნაწილია, სადაც ვთავაზობ კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ აზრი მაინც ნათლად არის გადმოცემული. ნახე ვიდეო და უკეთ წარმოიდგენ ნებისწერას.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

ყველა ვებინარი, რომელიც ჩავწერე, აქ ავტვირთე.

ვებინარების დანიშნულება გაყიდვა არის. იყო როცა მათ ვწერდი. თუმცა მაინც საინტერესოდ გამოვიდ. ყველა მათგანში არ დამინანია და ჩემი ცოდა გულით გავაზიარე. ზოგში მეორდება თემა, ზოგში არა, ან სხვა კუთხიდან არის. მოკლედ თუ დაგიანტერესებს, ყველას ყურება საინტერესო იქნება. ნახე, როგორი ფორმით ვცდილობდი, რომ წარმედგინა მომხმარებლისათვის ნებისწერა.

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

პირველი ლექცია

ეს ჩანაწერი ასახავს პირველ ლექციას, ან მეორეს. პირველად, როდესაც ჯგუფი მოვიდა და ნებისწერაზე ვესაუბრე. საინტერესოა, მეც უნდა ვუყურო. ასე იბადებოდა ნებისწერა. ჯერ სულ სულ ჩანასახშია. იდეას უკვე სხვებს ვუზიარებ. მაგრამ რა თქმა უნდა მეც ჯერ ბევრი სასწავლი მაქვს, მაგრამ ეს ჩატარებული ლექციები სწორედ იმიტომ იყო აუცილებელი, რომ მეც გავრკვეულიყავი რას

გააგრძელე კითხვა
ვიდეოები
hello@nebiswera.ge Bakhia

მამუკა გურულთან

ქალების პოდკასტების შემდეგ, მამუკა გურულთან ვიყავი სტუმრად და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აქაც ჯერ ვცდილობ სისტმეაში მოვიყვანო ეს იდეა. თან ვსაუბრობ და თან ვსწავლობ. ნებისწერა პრაქტიკულად ყალიბდება. ვიხსენებ ახლა, რომ ცოტა ხანში ამ მომენტიდან ნებისწერა უკვე პირვლე ტრეინინგებს შეუდგება.

გააგრძელე კითხვა