რა არის ნებისწერა? 2023-12-23 23:36:07


რა არის ბოლოს და ბოლოს ეს ნებისწერა?
ტექნოლოგიაა, ჩემო მკითხველო.  ტექნოლოგია, რომელიც გაძლევს საშუალებას შენს საკუთარ ცხოვრებასთან დაალაგო ურთიერთობა.
ბევრი მწერს ხოლმე, რომ მოსწონს მაგრამ ვერ იცლის, ბევრი ამბობს, რომ შესაძლებლობა არ აქვს, ან უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და რა დროს ეს არის.
არადა, ნებისწერა ხომ სწორედ იმისათვის არის, რომ შენი ცხოვრება ისეთი იყოს, როგორიც გინდა რომ იყოს.  ზუსტად ისეთი, როგორიც გეკუთვნის.
მაგრამ ამისთვის არ გცალია. მაგრამ პრობლემებმა ჩაგითრიეს. მაგრამ რეალობა არ გაძლევს საშუალებას.
ცდები.
უბრალოდ მინდოდა მეთქვა ამ წერილით, რომ ცდები.  შენი ცხოვრება შენს ხელში რომ არ არის, იმიტომაც არის, რომ ასეა.  და როგორ მინდა ყველა გამოვთიშო ამ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ვართ.  
უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ მე აღარც ვარ, მეც ცოტა მითრევს ხოლმე, მაგრამ რა ხანია გამოვედი.  და ვუყურებ ხალხს და თანაგრძნობით ვივსები.  ზოგისთვის ალბათ გამაღიზიანებელიც არის, როდესაც ვეუბნები – შენს თავს რაც ხდება, შენივე არჩეულია თქო.  ალბათ ეფიქრებათ-“ეე, ამისთვის რა ადვილი სათქმელიაო”.
მაგრამ სულაც არ არის ადვილი.
სულაც არ არის ადვილი ვიცოდე, რომ ეს ასეა, მინდოდეს ვახარო ყველას და სანაცვლოდ  “ვაი და ვიშს” ვიღებდე სხვებისგან, ვისაც ცხოვრებამ ისე დაუსახა რეალობა, რომ ჩემი ეს აზრი აბსურდად ან ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნია.  ან უმნიშვნელოდ, ისეთად რომელიც მოიცდის. რა დროს ეს არის. 
ნებისწერა არ არის ფუფუნება.  ეს არის წყალივით, რომელიც გვჭირდება ყველას.
და რომ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რომელშიც ვპოულობთ ჩვენს თავს, იმიტომაც გავიჭედეთ და განვეშორეთ იმ სიდიადეს, რომელშიც უნდა ვიყოთ.  
დაგვავიწყდა ვინ ვართ, რისთვის ვართ და რატომ ვარსებობთ ამ ქვეყანაზე. და თუ ვინმე მოვა, რომ გაგახსენოს, შესაძლოა ჯოხითაც გაეკიდო, ან დასცინო ან იფიქრო ათასი ფიქრი, ოღონდაც სიმართლე არ გაიგო.
ბევრი მაკრიტიკებს ხოლმე… რატომ ღირს ასეთი ძვირი, თუ ასე განაღვლებს ყველას ბედიო.  თუმცა ამ კრიტიკის არ მეშინია.  თუ ასე არ ვიზამდი, მაშინ მალევე მეც არ მომეწონებოდა სხვების მსახურება დიდხანს, მეც ხომ ჩემი ცხოვრება მინდა ისეთი იყოს, რომ რასაც ვაკეთებ მიბრუნდებოდეს.  
ხალხი ვერ იაზრებს რა ჯდება რეკლამა, 3 დღე კვება, დარბაზი, გუნდი, გადასახადები რომელსაც სახელმწიფო გვახდევინებს, რამდენად შრომატევადია 3 დღე გაუჩერებლივ ტრენინგს ჩატარება.  მერე მთელი თვე ემსახურები მონაწილეებს.  გულით ანთებული ხარ მათთვის.
ვერც იმას იაზრებს ხანდახან ძალიან იაფიან შეთავაზებას რომ გავაკეთებ ხოლმე.  
ვერ იაზრებს იმის ფასს რასაც ვიძლევი. ან იაზრებს და იძახის რომ რა ქნას, რომ არ აქვს. ზოგს შეიძლება სწყინდეს კიდევაც.
გულახდილად გეუბნებით, მე რომ შემეძლოს დავარიგებდი და დავყრიდი ამ ცოდნას.  მაგრამ ეს ლექსი არაა, და არც უბრალოდ ლექცია.  ეს საკმაოდ რთული პროცესია.  
უფასოდ რაც შემიძლია ვავრცელებ.  უფასოდ კი არა, იმ დღეს დავთვალე და ვებინარზე რომ ადამიანი დაესწროს, რომ მივაწვდინო ხმა 7 ლარამდე მიჯდება.  ანუ ის კი არა, რომ უფასოდ მივაწოდო ლექცია, არამედ საიდან გაიგებს ადამიანი? და უფასოა და აქეთ 7 ლარამდე ვხარჯავ რეკლამაში რომ ხმა მივაწვდინო.  
შენც ხომ რეკლამით მოხვდი ამ სიაში.
მოკლედ ხანდახან მწუხარე ხასიათზე ვდგები ხოლმე, როცა ვხედავ რამხელა და რა რთულ წამოწყებას შევეჭიდე. თითქოს ჩემს თავს ვპირდები ხოლმე რომ არ ვიდარდებ თქო, მაგრამ ხანდახან ისე მინდება რომ უფრო მეტად დაფასდეს ჩემი ეს ღვაწლი.  როგორ არ მინდა რომ მხოლოდ მას მერე გაიხსენონ, როდესაც ცოცხალი აღარ ვიქნები.  როგორც გვჩვევია.
არადა არ დაგიმალავთ, სრული სითავმდაბლით ვიტყვი, რომ ის რასაც მე ვცდილობ დავბადო ამ ქვეყანაში, ბევრად დიდია და ბევრად მეტია ვიდრე ოდესმე დაბადებულა. ვიცი როგორ მედიდურად ჟღერს, როდესაც საკუთარ თავზე ამბობს ვინმე ამას. მაგრამ არ მეშინია.  მე ვიცი, მე უბრალოდ ვგრძნობ და ვიცი რომ ყველა, ვის მხრებზეც ვდგავარ, ყოველთვის გრძნობდა და წუხდა ამაზე.  
და ვერ ბედავდა ეთქვა, და ეთხოვა – თვალები გაახილეთ, ყურები მომართეთ და გული გახსენით – მოისმინეთ, რაც სათქმელი მაქვს. ნუ გადადებთ. 
მაგრამ მერე ისევ კულტურული და საზოგადოებრივი ნორმა მაშინებს.  რას იტყვიან ასე თუ ვიტყვი ჩემს თავზე? მეფიქრება, რომ ყველა იფიქრებს – ამას ვინ ჰგონია საკუთარი თავიო.  ან უბრალოდ გაეცინებათ.
არადა, მე ხომ ვიცი ჩემში რა ხდება?!  არადა მე ხომ ვიცი, რომ ეს ყოველივე ძალიან გვჭირდება.  არადა მე ხომ ვიცი, რომ ყველა ამ ქვეყნად ვინც ვართ, დიდებული ვართ – და ყველას თავისი საქმე აქვს შესაქმნელი და მე ჩემი ვიპოვე. 
მე ამ ლამაზი რეალობისთვის შემომესმინა. და მან ყურში ჩამჩურჩულა – “არცერთი ნაბიჯი უკან!” 
და როდესაც ვიღლები, მახსენდება, როგორ მეალერსებოდა თავად ალერსი და მეუბნებოდა – ”ნუ გეშინია: ეს გრძნობა ვერ დაიკარგება, მე მაინც გიპოვი და გაგრძნობინებ და ეს გრძნობა უკან მოგიყვანს.”
ზუსტად ასე იყო.  სიყვარულის მკლავებში ჩაწოლილმა, ზუსტად ასე მითხრა და ამანთო. მე კი სულ მეშინია.  როგორც ყველას ეშინია.  მაგრამ მე სხვა რამის მეშინია – იმის, რომ არ გამომივა ის, რაც მაქვს გასაკეთებელი.
გამოვაღვიძო ყველა!!!  ღრმა და მტკივნეული ძილისგან.  რადაც არ უნდა დამიჯდეს!!!
მაგრამ მერე მახსენდება რომ მე ის პატარა ბიჭუნა ვარ, ბავშვობაში რომ ვიყავი.  რომელსაც მერე ამხელა მიზანი დაატყდა თავს.  
ახლა როცა ამას ვწერ, ჩემსავე თავზე გული მიჩუყდება.  და მინდება, რომ სხვა თუ არაფერი, მაგალითი მაინც ვიყო იმისა, რომ …

სხვა წერილები:

ნევროზი თუ შფოთვითი აშლილობა? რა არის სხვაობა?

ეს სტატია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის განსხვავება და მათი მართვის გზები. ტექსტი მარტივი და ხელმისაწვდომი ენით განმარტავს, რა არის ნევროზი, როგორ ვლინდება შფოთვა როგორც მისი ერთ-ერთი ფორმა და რა მექანიზმებით მოქმედებს ისინი ჩვენს სხეულსა და გონებაზე. ასევე, სტატია აღწერს, როგორ მუშაობს სტრესის „ჭურჭელი,“ რა იწვევს მის გადავსებას და როგორ შეიძლება მისი დაცლა, რაც შფოთვის სიმპტომების შემცირებას უწყობს ხელს.

სტატია სთავაზობს მკითხველს იმედიან გზამკვლევს, რომელშიც დეტალურადაა განხილული ნევროზის მართვადი ბუნება და იმედისმომცემი გზები, როგორ უნდა დაიბრუნოს სიმშვიდე და ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტექსტი ხაზს უსვამს, რომ არც ნევროზი და არც შფოთვა არ არის დაავადება და სწორი მიდგომით შესაძლებელია მათი სრულად დაძლევა. ასევე, დასკვნით ნაწილში მკითხველს ეძლევა პრაქტიკული რეკომენდაციები და ინსპირაცია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად უკეთესი ცხოვრებისკენ.

წერტილის აღება (გიდური მედიტაცია)

წერტილის აღება არის მედიტატიური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. ასევე ის მოადუნებს ჩენს სხეულს და გონებას. წერტილის აღება მხოლოდ 30 წუთს დაგახარჯინებს. დააჭირეთ PLAY

რეკლამების ისტორია

გირჩევთ უყუროთ ამ რეკლამებს. ჩვენი რეკლამები ევოლუცია, ყველა სულ თავიდან რაც კი ყოფილა. რეკლამებით ბევრის გაგება შეიძლება იმაზე თუ რა არის ნებისწერა. მე ყოველთვის ვცდილობდი

ნებისწერა ტელევიზიებში

რამდენიმე გადაცემასიც ვისაუბრე ნებისწერაზე. აქ შეგიძლიათ იხილოდ ჩანაწერები. აქაც ვხსნი და უფრო ნეთელი შეიძლება მოეფინოს რა არის ნებისწერა ჯამში თუკი დაგაინტერესა:

რას ამბობენ მონაწილეები

ეს ორი ვიდეო არის ნამდვილი უკუკავშირი მონაწილეებისგან. და კიდევ ემატება. მიხარია ხოლმე მათი მოსმენა და ალბათ მაჯერებს, რომ მნიშვნელოვანია მეტ ადამიანს მივწვდე ამ თამაშით. ვნახოთ

რეკლამა [ რობოტი ქალაქში ]

ეს რეკლამა გადავიღეთ. რომ ვთქვა ამით რამე განსაკუთრებული სარეკლამო შედეგი მივიღეთ, არ იქნება სიმართლე. მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს რგოლი და გამოხატავს რაღაცას ალბათ, რაც

როგორ მიმდინარეობს თამაში?

თუ გინდა წარმოიდგინო, როგორ მიმდინარეობს თამაში და ნებისწერის პროცესი, ამ ამონარიდში კარგად ჩანს. მართალია ეს ვიდეო ვებინარის ნაწილია, სადაც ვთავაზობ კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ აზრი მაინც

ყველა ვებინარი, რომელიც ჩავწერე, აქ ავტვირთე.

ვებინარების დანიშნულება გაყიდვა არის. იყო როცა მათ ვწერდი. თუმცა მაინც საინტერესოდ გამოვიდ. ყველა მათგანში არ დამინანია და ჩემი ცოდა გულით გავაზიარე. ზოგში მეორდება თემა, ზოგში

პირველი ლექცია

ეს ჩანაწერი ასახავს პირველ ლექციას, ან მეორეს. პირველად, როდესაც ჯგუფი მოვიდა და ნებისწერაზე ვესაუბრე. საინტერესოა, მეც უნდა ვუყურო. ასე იბადებოდა ნებისწერა. ჯერ სულ სულ ჩანასახშია.

მამუკა გურულთან

ქალების პოდკასტების შემდეგ, მამუკა გურულთან ვიყავი სტუმრად და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აქაც ჯერ ვცდილობ სისტმეაში მოვიყვანო ეს იდეა. თან ვსაუბრობ და თან ვსწავლობ. ნებისწერა პრაქტიკულად