კონფიდენციალურობის პოლიტიკა/ კონფიდენციალურობა
ბოლოს განახლებულია 20.11.2023.
შპს ნებისწერა (ს/კ 406431268) წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ახორციელებს შემეცნებითი და სასწავლო კურსების გაყიდვას და მიწოდებას მომხმარებლისთვის ვორკშოპების და სემინარების სახით, ასევე ონლაინ ფორმატში.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის რეგულირების მიზნებისთვის შპს ნებისწერა მოხსენიებული იქნება, როგორც „ნებისწერა“ ან/და „კომპანია“ ან/და „ჩვენ“, ხოლო ნებისწერას მომხმარებელი მოხსენიებული იქნება როგორც „მომხმარებელი“ ან/და „თქვენ“.
საქმიანობის განხორციელების პროცესში ნებისწერა ვალდებულია დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები. წინამდებარე პოლიტიკა ასახავს პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან, დამუშავებასთან და გამოყენებასთან. ჩვენს გვერდზე რეგისტრაციით თქვენ თანხმობას გვაძლევთ მოვიპოვოთ, დავამუშავოთ და გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესით.
პერსონალურ ინფორმაციის შეგროვება
ნებისწერა თქვენს შესახებ ინფორმაციას აგროვებს თქვენს მიერ კომპანიის ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს და კომპანიიის მომსახურებით სარგებლობისას. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი. ასევე შესყიდვების დროს ფინანსური ინფორმაცია, როგორიცაა ბანკის ანგარიშის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რათა კომპანიამ სრულფასოვნად გაგიწიოთ მომსახურება.
ქუქი ფაილები და მისი გამოყენება
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენს მყარ დისკზე ინახავს ვებ გვერდი, რომელსაც თქვენ ესტუმრეთ. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და სხვა მიზნებთან ერთად გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ გვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებთან.
ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი. როდესაც თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე ის აქტივირდება, ხოლო როდესაც ტოვებთ მას ავტომატურად ხდება დეაქტივაცია. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში, თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი ვებ გვერდის ყველა გვერდს.
კომუნიკაცია
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება ხდება პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რათა კომპანიამ შეძლოს თქვენთვის საინტერესო შეთავაზებების მოწოდება, რის საფუძველზეც თქვენ პერიოდულად ინფორმაციას მიიღებთ პროდუქტებზე, სერვისებსა და სიახლეებზე საინფორმაციო შეტყობინების გზით, თუ თქვენ არ დააფიქსირებთ რომ არ გსურთ ამგვარი შეტყობინებების მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო შეტყობინებების მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა ნებისწერას საინფორმაციო შეტყობინებაში არსებული მითითების შესაბამისად.
ცვლილებების კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკაში ცვლილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ნებისწერას ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებულ ვერსიებს.
თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკისგან განსხვავებული საფუძვლებით შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.
ნებისწერა არის სემინარი თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც თავაზობს თავის მომხმარებელს ცოდნის მიღებას როგორც ვორკშოპების სახით, ასევე ონლაინ ფორმატში.
შპს ნებისწერა
406431268
© All Rights Reserved.