წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის და შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია და დასწრება რეგულირდება შპს ნებისწერა (ს/ნ 406431268) (შემდგომში „ნებისწერა“) მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით.
წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისთვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირდება ნებისწერას სასწაავლო კურსზე და ისარგებლებს კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისებით.
მომხმარებლის მიერ სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ სასწავლო კურსის წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნული წესებსა და პირობებში.
კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.

სერვისები

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებს, რაც მოიცავს: (i) მომხმარებლისთვის სასწავლო კურსის ფარგლებში ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას და (ii) ონლაინ  და ასევე ფიზიკური ვორკშოპების და სემინარების ფორმატში სასწავლო ლექციების ჩატარებას. პროდუქტის მიწოდების ვადები იქნება პერსონალურად შეთანხმებული და დადასტურებული მომხმარებელთან ერთად, მისთვის კომფორტულ და მისაღებ დროის მონაკვეთში.

სასწავლო კურსის საფასური

ინვოისში მითითებული თანხის გადახდით და სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა ფორსმაჟორული შემთხვევების, რომლის ვალიდურობას გადაწყვეტს კომპანიის დირექტორი.

ინფორმაციის გაზიარება

მომხმარებელს ეკრძალება ნებისწერას წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარებული ლექციის ვიდეო ჩანაწერის გაზიარება, გავრცელება, გადამრავლება, საჯარო გამოქვეყნება და ნებისმიერ სხვა ფორმით გასაჯაროება.

ინტელექტუალური საკუთრება

სასწავლო კურსის ფარგლებში მომხმარებლის მიერ მიღებული ვიდეო მასალებზე, (ლექციების ჩანაწერებზე) ვრცელდება ნებისწერას საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალების ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება ან/და მისი პირადი კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ნებისწერა და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

პერსონალური მონაცემები

კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

მარეგურილებელი სამართალი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ნებისწერა არის სემინარი თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც თავაზობს თავის მომხმარებელს ცოდნის მიღებას როგორც ვორკშოპების სახით, ასევე ონლაინ ფორმატში.

შპს ნებისწერა

406431268

© All Rights Reserved.